თბილისის "ლოკომოტივმა" იუწყა, რომ მათი გუნდის 17 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
თავიდან კლუბის საიტმა დააკონკრეტა გუნდი - ყაზანის "რუბინი", შემდეგ კი ტექსტი შეცვალა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს.
ეროვნულ ლიგაზე გასულ სეზონში დავითაშვილმა 19 მატჩში (17 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი გაიტანა. ის საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია.
როგორც შევიტყვეთ, დავითაშვილი ამჟამად "რუბინთან" ერთად შეკრებაზეა და მალე გაუფორმებენ კონტრაქტს.
წარმატებები!