შეიძლება ქართველებს ყაზახეთში თამაშის პრობლემა შეექმნათ - არაა გამორიცხული, ლორიამ "ტობოლში" ვერ იასპარეზოს

AutoSharing Option
ყაზახურმა prosports-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას, რომლის ტრანსფერი "ტობოლმა" მალე ოფიციალურად უნდა იუწყოს.

თუმცა, სტატიის ბოლოში აღნიშნულია, რომ მას შეიძლება ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშის უფლება არ მისცენ. საქმე იმაშია, რომ მათი ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა შესაძლოა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვით 30 წელს გადაცილებულ ლეგიონერებზე შეზღუდვები დაწესდება. თუმცა, პროექტში ორი გამონაკლისია გათვალისწინებული: 1) ეს არ შეეხება იმ ფეხბურთელს, ვინაც ფიფას მაღალი რეიტინგის ნაკრებში ასპარეზობს. 2) თუ კლუბსა და ფეხბურთელს შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლორია მალე 33
წლის გახდება, საქართველოს ნაკრები კი რეიტინგში 89-ე ადგილზეა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვისლას" ქართველი ლეგიონერი გიორგი მერებაშვილი შესაძლოა ყაზახეთის "კაისარში" გადავიდეს. გეცოდინებათ, ის 32 წლისაა.

ანალოგიური წესი არსებობს ბრიტანეთში თამაშის და სამუშაო ვიზის მიღებასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ყაზახებმა მიბაძეს...

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამათაც თუ აღარ გვიკადრეს მერე მართლა დაგვერხა.დდდ
4
ადმინ არ დაბლოკოთ. მივესალმები მე ნეტა ყველა ქართველი წამოვიდეს ყაზახეთიდან. რა უბედურება გვჭირს ყაზახეთის და აზერების კლუბებს მივტირით. საერთოდ ფედერაციამ კანონი უნდა მიიღოს და ყაზახეთში და აზერებში ვინც წავა ნაკრების კარი უნდა დაეკეტოს. სხვანაირად წინ ვერ წავალთ.
ზვიადი
23:39 12-01-2019
24

სიახლეები პოპულარული