გიორგი პაპუნაშვილი კვლავ ტრავმირებულია - ქართველი "მალაგასთან" მატჩის განაცხადში არ არის

AutoSharing Option
"სარაგოსას" ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ისევ ტრავმირებულია. მან ტრავმა გასულ ხუთშაბათს ვარჯიშზე მიიღო, გიორგის მუხლი აქვს დაზიანებული.

მის ნაცვლად "მალაგასთან" მატჩის განაცხადში ახალგაზრდული გუნდის 22 წლის მოთამაშე პეპ ბიელი მოხვდა.

გიორგი პაპუნაშვილი ტრავმირებული 3 თვეზე მეტხანს იყო და მოედანზე დაბრუნება 22 დეკემბერს, "ექსტრამადურასთან" შეხვედრაში მოახერხა, სადაც გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გიორგიმ 5 იანვარს "ხიხონის" წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მუხლის დაზიანება გაუმიზეზდა და ამის გამო "მალაგასთან" მოედანზე ვერ ვიხილავთ.

altAS: გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში ვერ მოახერხა, თუმცა...

altგიორგი პაპუნაშვილი: დაბრუნებით ბედნიერი ვარ,

2019 წელს ყველაფერს გავაკეთებთ
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმედია ჯანოს ოქრის და მჭედლიძის სინდრომი არ დაემართება
irakli
16:28 13-01-2019
0
კაროჩე რა, მაგრათ ვისჯებით ჩვენივე უხეირობისთვის ქართველები.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული