ირაკლი ბუღრიძე: ხელფასი რუსულმა და ყაზახურმა კლუბებმა უკეთესი შემომთავაზეს, მაგრამ...

AutoSharing Option
2018 წლის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ირაკლი ბუღრიძე საჩხერის "ჩიხურადან" ბელგიის მეორე ლიგის ბინადარ "ბეერხოსტში" გადაბარგდა, რომელიც "იუპერ ლიგაში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურაა.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და ბელგიურ ამბებზე ესაუბრა.

- გილოცავ ახალ ასპარეზს. პირველ რიგში, კონტრაქტის დეტალებზე რომ გვითხრა, რა სახის ხელშეკრულება გაფორმდა კლუბთან და რამდენი ხნით?
- კლუბთან 1.5+2 სისტემით გავაფორმე კონტრაქტი.

- რა იქნება ირაკლი ბუღრიძის როლი კლუბში, გადასვლისას იყო თუ არა საუბარი ძირითად შემადგენლობაზე?
- კი, იყო ამაზე საუბარიც, რომ ძირითადის ფეხბურთელად მომიაზრებენ,
მაგრამ ჯერ არ ვარ იმ კონდიციებში, როგორშიც უნდა ვიყო. თითქმის ერთი თვე სრულად არ მქონდა ნავარჯიშები, ხოლო "ბეერხოსტს" ახალი წლის პერიოდში 5-დღიანი პაუზა ჰქონდა და შემდეგ ისევ გააგრძელეს მომზადება. ამ ეტაპზე ვემზადები და ნელ-ნელა თანაგუნდელებს დავეწევი.

- როგორ გაიარე კლუბში ადაპტაცია და როგორი ინფრასტრუქტურა აქვს "ბეერხოსტს"?
- კლუბში ძალიან თბილად დამხვდნენ და უკვე მივეჩვიე ყველაფერს. ძალიან მეგობრული და კარგი გარემოა. კლუბის ინფრასტრუქტურასა და პირობებზე ლაპარაკი ზედმეტია, ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე და ძალიან დიდი პროფესიონალიზმია.

- საჩხერის "ჩიხურადან" ბელგიაში როგორია ლეგიონერობა და ფიქრობ, რომ ბელგიის მეორე ლიგა უკეთესი ალტერნატივაა?
- რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ბელგიაში გადასვლა, თან ისეთ გუნდში, რომელსაც უმაღლეს დივიზიონში გადასვლის ძალიან დიდი შანსი აქვს.

- იყო თუ არა სხვა კლუბებიდან შემოთავაზება? და თუ იყო, რატომ შეარჩიე "ბეერხოსტი"?
- სხვა შემოთავაზებებიც მქონდა: რუსეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ყაზახეთიდან, მაგრამ ევროპაში, საფეხბურთო ქვეყანაში თამაში მსურდა და ამიტომ ავარჩიე "ბეერხოსტი".

ხელფასი, რა თქმა უნდა რუსულმა და ყაზახურმა კლუბებმა უფრო მეტი შემომთავაზეს, მაგრამ აქ მერჩივნა ნაკლებ ხელფასზე თამაში. ჩემი ასაკისთვის ეს იდეალურია. თან მე როგორი პირობებიც მინდოდა, ისეთი შემომთავაზეს. ვფიქრობ, ძირითადისთვის მომიაზრებენ.

- საჩხერის "ჩიხურა" ლიდერებისგან დაიცალა. რას ფიქრობ, რა ელის იმერულ კლუბს ახალ სეზონში, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ევროშესარჩევი უნდა ითამაშოს?
- საჩხერე კი დატოვა რამდენიმე ლიდერმა, მაგრამ ამ გუნდზე ვერასდროს იტყვი, რომ დასუსტდა, რადგან ყოველ წელს ევროპა ლიგის შესარჩევის საგზურის მოპოვებას ახერხებს. მინდა წარმატებები ვუსურვო "ჩიხურას" და დარწმუნებული ვარ, წელსაც წარმატებული სეზონი ექნებათ.

altირაკლი ბუღრიძემ ბელგიაში გადასვლის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც თვაყურს ვადევნებთ ფეხბურთს, დავინახავდით როგორ იცვლება ჩვენი ლეგიობის საფეხბურთო გეოგრაფია და მიუხედავად იმისა რომ სასწაულ ევროპულ კლუბებში არ გადადიან ჯერჯერობით, მაინც მივესალმები ახალგაზრდების ასეთ არჩევანს. სამწუხაროდ მათ ახლიდან ჭირდებათ გზის გაკვალვა და პერიოდი როდესაც გვყვავდა ძლიერი ლეგიონერები, კალა, შოთი, ქეცბა, ქინქი, კობი და სხვები, ვერ გამოვიყენეთ და თავიდანაა გასათელი ეს გზა. იმედია ირაკლიც და სხვებიც წარმატწბით ითამაშებენ, დამკვიდრდებიან და უკეთეს კლუბებში გადავლენ და ასევე სხვესაც გაუხსნიან გზას. წარმატებები და მეტი ლეგიონერი ევროპაში.
1
რათქმა უნდა წარმატებებს გისურვებ....ეგრე იძახდა ჩვენი მეკარე გიორგი მაკარიძე და ეხლა სადაა ყველა ვხედავთ,ან თუნდაც ზივზივაძე.........წადი ბიძიკო თუ მეტს გიხდიან..........ვერ ხედავ ბრაზილიელი ჰალკი ზენიტში იყო და ეხლა ჩინეთშია მგონი.....თუ განვითარება გინდა იქაც განვითარდები და თან კარგ ხელფასსაც აიღებ......ტიტულებს რაც შეეხება ისეთ გუბში ყველას უჭირს დამკვიდრება რომლებიც ტიტულებისათვის პრეტენზია აქვს ამიტომ სანამ შეგიძლია იშოვე იმდენი ფული რომ შეგეძლონ ნორმალურად და კარგად ცხოვრება ......
ქუთაისელი
16:54 16-01-2019
28

სიახლეები პოპულარული