ural.kp.ru: "ეკატერინბურგელი მესის" "ურალიდან" წასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს

AutoSharing Option
როგორც რუსული ural.kp.ru იუწყება, "ურალის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია კლუბს ტოვებს.

გამოცემის თქმით, "ქართველი მესი", ზუსტად ასე შეარქვეს "ურალის" ფანებმა ჭანტურიას (გარდა ამისა, მას "ეკატერინბურგელ მესისაც" ეძახიან), გუნდს შეკრებაზე არ გაჰყვა, ხოლო კლუბში ჭანტურიას პოზიციაზე ახალი მოთამაშეები მოვიდნენ.

ჭანტურის მიერ გუნდის დატოვების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, მის ადგილზე მსგავსი ამპლუის ბევრი ფეხბურთელია.

მეორე: ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღეს. გიორგიმ ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა.

მესამე: მან თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, რადგან საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს.

გიორგი
ჭანტურია "ურალში" 2016 წელს გადაბარგდა. მას სხვადასხვა დროს "ვიტესის", "ალანიას", "კლუჟის", "ვერონას" და "დუისბურგის" რიგებში უთამაშია.

alt"ურალი" გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
მესსი არა პელე:))) კარგით ნუ იცით გაბუქება უაზროდ.
0
ნორმალურ ევროპულ გუნდში გადასვლას ვუსურვებ
irakli
13:02 17-01-2019
0

სიახლეები პოპულარული