საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის "სტრასბურგთან" 0:1 დამარცხდა.
მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა და სტუმრებმა გოლი 98-ე წუთზე გაიტანეს.
ჯიღაური შეცვლაზე 97-ე წუთზე შევიდა.
არადა, მეთექვსმეტედფინალში გასვლის შემთხვევაში "გრენობლი" 22 იანვარს პსჟ-ს შეხვდებოდა.
"გრენობლი" საფრანგეთის ლიგა 2-ში 20 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-7 ადგილზეა.
ჯიღაური ფრანგულ გუნდში "ორდაბასიდან" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, თავის გამოჩენის შანსს ხშირად არ აძლევენ და მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ის ადრე "ვარდარის" ღირსებას იცავდა (ევროპა ლიგაზეც
იასპარეზა), საიდანაც "აქტობეში" გადაბარგდა, მაგრამ იქ თამაში არ მოუწია, რადგან "ორდაბასში" გადაიყვანეს.
20 დღის წინ "აქტობეში" ჩარიცხული ჯაბა ჯიღაური "ორდაბასში" გადავიდა
ჯაბა ჯიღაურმა ყაზახეთში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ლეგიონი ევროპალიგაზე: ჯიღაურის გოლმა "ფენერბაჰჩე" შოკში ჩააგდო [VIDEO]