დებიუტიც ასეთი უნდა - ვაკო გვილიამ "გურნიკის" პირველ მატჩში გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ ახალი კლუბის, პოლონური "გურნიკის" მაისურით სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

გვილია გუნდთან ერთად კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება, სადაც "გურნიკმა" საკონტროლო მატჩი კვიპროსის მეორე დივიზიონის გუნდ "ანაგენისი დერინეასთან" გამართა და ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

30-ე წუთზე გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა - მისი დარტყმული ჯერ მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე მაინც შეძლო კარის აღება.

შეგახსენებთ, რომ გვილია "გურნიკში" იჯარის წესით "ლუცერნიდან" გადავიდა.

altვაკო გვილია "გურნიკის" გულშემატკივრებს თავგანწირულ თამაშს პირდება

altვაკო გვილია "პოლონელი მეშახტე" გახდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვთქვათ სიმართლე, ნაკრების დონე არაა. შემტევად, როგორც ვაისა ათამაშებდა ბოლოს ვაბშე ნოლია, ჩამშლელად კიდე ხო, მარა გრუბია, ფილოსოფია აკლია. მაგას ებრალიძე, აბურჯანია და პარუნაშვილი ჯობია, კანკავა თავისთავად. კვეკვეც იგივე დონეა, ცოტათი ჯობია პასის კულტურით. აქ არჩევანი თვალშისაცემია.მარა შანსს არავის აძლევს ვინც იმსახურებს და. მეკარის არ იყოს და ლობჟანიძის არ იყოს. იქნება ქვილო მაინც ჩადგეს ფორმაში. მანდ გვიან იწყება სეზონი და მგონი კი მოასწრებს საფუძვლიანად მომზადებას, ასევე ჩაკვეც. პაპუს იმედი არ მაქ, რაღაც საეჭვოდ ტრამვიანობს. ნავალა ვერ გაქაჩავს შესარჩევს, ასევე კაკაბაძეც ტრამვირებულია და ეს დანაკლისია. თუმცა საგანგაშო აქაც არაფერია, რადგან ამ შემთხვევაში დაცვის შევსება ცენტრალურ მცველებს შეუძლიათ და კანკავასთან ერთად კარგი იქნებოდა ებრალიძე, პარუნა, არაბასაც შეუძლია. ნახევარდაცვაც არის სარჩევად. ზარანდია, ჩაკვე, კაზა, ჭანტუ, ხარა. ერთია პრობლემა. ვაისა, რომელიც სასტავს არ ცვლის და თუ ახლაც არ შეცვალა , მართში ორივე თამაშს წავაგებთ. ჯანოს იმედი მაქ კიდე,ბოლო იმედი. იქნებ გატეხოს ნავსი და არ მიიღოს ტრამვა. .ლორია ბურთის ამღები არაა, რადგან აქ ლატვია ანდორა არაა ჯგუფში.ასე რომ ჭკვიანური და სამართლიანი პოდბორის პირობებში შეიძლება გუნდის გაყვანა. იდეალური იქნებოდა ერთი ამხანაგური მაინც ცოტა ნორმალურ გუნდთან და იქნებ გამოეცადა ზემო ხსენებული ბიჭები. მარა ვინაა პატრონი.
vaso
20:47 17-01-2019
9
საოცრება! 8 გოლში 1 შენი თუ არ არის, ცოტა ტეხავს კიდეც ;)
ვვვ
15:55 17-01-2019
3

სიახლეები პოპულარული