ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის "ლოკომოტივის" 17 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ყაზანის "რუბინში" გააგრძელებს კარიერას.
"რუბინმა" 13 იანვარს თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში უნგრეთის "დიოშდიერს" 2:0 სძლია და დავითაშვილი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე.
ეტყობა, გუნდის მწვრთნელს კურბან ბერდიევს მოეწონა მისი თამაში და დღეს რუმინეთის "ვიტორულთან" სპარინგში უკვე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა (8-ნომრიანი მაისურათი ათამაშა) და პირველი გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
როგორც თათრეთის კლუბის საიტმა იუწყა, ზურიკო მათ გუნდში სინჯებზეა, "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და "რუბინში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.