გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 32 წლის მეკარე გიორგი ლორია მეორე ბუნდესლიგის "მაგდებურგში" ჩაირიცხა. ამ ინფორმაციას აღმოსავლეთ გერმანული კლუბის საიტი ავრცელებს.

გიორგის უკვე მოუწყვეს პრეზენტაცია და 1-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

ის "მაგდებურგში" თავისუფალი გენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისმდე გაუფორმეს.

"მაგდებურგი" 18 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მე-2 ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ამ გუნდმა ძირითადი კიპერი გაყიდა და სავარაუდოდ ლორია ძირითადი მეკარე იქნება.

მე-2 ბუნდესლიგა 29 იანვარს განახლდება და ლორიას გუნდი აუეს "ერცებირგეს" უმასპინძლებს.

ასე რომ, გიორგის უკლუბოს
ყოფნა დასრულდა და თანაც, არც აზერბაიჯანში და არც ყაზახეთში არ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგა რომ ყაზახეთის და აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგებს ჯობს,ამას მგონი არ უნდა ჭირდებოდეს ბევრი სჯა-ბაასი.მთავარია ეხლა როგორმე ადგილი შეინარჩუნოს მაქ.წარმატებები ლორიას.
რიგითი გულშემატკივარი
19 იანვარი 2019 12:35
1
ბოლო ადგილოსან გუნდში გადასვლა პირიქით კარგია ჩვენთვის უფრო ფორმაში იქნება
nodarichi123
19 იანვარი 2019 07:00
0
აი ეს უკვე მესმის, ნელ-ნელა ქართველმა ფეხბურთელებმა დაიწყეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება-ყაზახ/აზერ/რუსულ ფულს ევროპას ამჯობინებენ. ბუღრიძის მაგალითი. წარმატებები გიო!
Georgian
18 იანვარი 2019 23:31
2
ძალიან კარგია, სათამაშო დროც უნდა ქონდეს რომ გაზაფხულზე შესარჩევისთვის მზად იყოს. სავარაუდოდ ყაზახეთში მეტ ფულს აიღებდა, მაგრამ ვდიქრობ ევროპაში თამაში და ცხოვრება მაინც უკეთესია. წარმატებები
QT
18 იანვარი 2019 22:52
0
ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია.. ყაზახეთს და აზერბაიჯანს ცხრა თავით ჯობია გერმანიის მეორე ბუნდესლიგა. მთავარია არ გავარდეს!
Biannkoneri
18 იანვარი 2019 22:51
1
არა ხართ ბიჭო მაგის ღირსიც.
Bidza.
18 იანვარი 2019 22:38
2
ევროპის ტურნირის ჭ დონეზე რას გააკეტებენ მერე? გამობუნძულდებიან. ასე რომ მეორე ბუნდესლიგა ჯობია.
sarf
18 იანვარი 2019 22:32
0
ივნისში ისევ ახალი გუნდი ეყოლება საძებნი, იმედია რეგიონალლიგაში არ გადაყვება :(
sormona
18 იანვარი 2019 22:04
4
რiთ არ ჯობდა ყაზახეთი ან აზერბაიჯანი? ორივე ჩემპიიონატის ყველა გუნდს მაგდებურგზე ტრილიონი პროცენტით მეტი შანსი აქ ევროპის ტურნირზე გასვლის მესამეში რო გავარდება ღმერტმა არ ქნას ინატრებთ ყაზახეთსაც ან აზერბაიჯანსაც
ნოდო
18 იანვარი 2019 22:00
24
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ნამდვილად ჯობია!
წარმატებები გიოს!
ბათუმი
18 იანვარი 2019 21:57
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული