გიორგი ლორიას არჩევანი - რა გუნდია "მაგდებურგი"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პირველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ ნახევარწლიანი უთამაშებლობის შემდეგ კარიერის გაგრძელება გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "მაგდებურგში" გადაწყვიტა.

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდიოდა ლორიას "ტობოლში" გადაბარგებაზე საუბარი. ყაზახურ კლუბში ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მესამე წევრი იქნებოდა, ვინც კოსტანაიში ითამაშებდა. ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო ეს ფაქტი, თუმცა არც ლორია იყო იმ ასაკში, რომ კარგ ფინანსურ შეთავაზებაზე უარი ეთქვა და რა თქმა უნდა, ფეხბურთელი თავის ბედს თვითონ განსაზღვრავს.

თუმცა გიორგიმ ფეხბურთის თამაში არჩია და საფეხბურთო ქვეყანაში წასვლა. მერე რა, რომ მეორე ლიგაა, სამაგიეროდ, მის წინააღმდეგ გაცილებით
ძლიერი ფორვარდები და შემტევები ითამაშებენ. მას ამ ნახევარ წელიწადში თამაში მოუწევს "ჰამბურგთან", "კიოლნთან", "სანტკ პაულთან" და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგის გარდა, "მაგდებურგში" კიდევ ერთი ქართველია, ახალგაზრდულ გუნდშია საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი შალვა ოგბაიძე.

"მაგდებურგის " დღევანდელი გამოწვევები
გერმანულ კლუბს კარგი პერიოდი არ უდგას, რადგან მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია, ორი ქულა აშორებს "სანდჰაუზენთან", რომელიც მე-15 პოზიციაზეა. ლორიას წინამორბედებმა, არც მეტი, არც ნაკლები, 35 გოლი გაუშვეს, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ბოლოადგილოსან "ინგოლშტადთან" ერთად.

გარკვეულწილად, ეს გიორგი ლორიასთვის გამოწვევაცაა, რადგან მის კარებს ძალიან ხშირად შეაწუხებენ და მუდმივად ტონუსში იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა "გაჭირვების" დროს ლორიას სჩვევია გმირობა და კარის მშრალად შენახვა.

რაც შეეხება გიორგი ლორიას დებიუტს, ის შეიძლება დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე შედგეს. საქსონელები ამხანაგურ შეხვედრაში "კოტბუსს" დაუპირისპირდებიან.

არადა, "მაგდებურგს" გერმანიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფანობა ჰყავს. ისინი გუნდს არასდროს ტოვებენ და მუდმივად ამხნევებენ. არათუ საკუთარ სტადიონზე, არამედ გასვლით შეხვედრებში კლუბს საშუალოდ 8 000 ფანი დაჰყვება და მეტოქის სტადიონზეც გამორჩეულები არიან. ამ ყველაფერში ეს ვიდეო დამემოწმება.




სათამაშო ასპარეზი
რაც შეეხება კლუბს, ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია, რომელიც მდინარე ელბასთან არის განლაგებული და სიდიდით საქსონიის მეორე ქალაქია. მოსახლეობა 236 478 კაცს შეადგენს.

Sportall.Ge

კლუბი "მდსს-არენაზე" თამაშობს, რომელიც ამჟამად 25 910 ადამიანს იტევს, თუმცა სამომავლოდ 30 000 ადამიანზე უნდა გადაკეთდეს.

Sportall.Ge

P.S. ამ გუნდსაც აქვს მოგებული თასების თასი 1973-74 წლებში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მთავარია კლუბი აქს და ფორმაში იყოს ნაკრებისთვის, რაც უფრო სუსტი გუნდია მით უფრო ფორმაში იქნება
nodarichi123
05:39 22-01-2019
0
ეს ნიშნავს იმას, რომ ლორია გამოწვევისთვის მზადაა და საკუთარ თავში დარწმუნებულია, ეს დიდებული რამეა, სრულიად საკმარისი დროა იმისათვის, რომ ვინმემ შეამჩნიოს, ან სულაც იმავე გუნდთან ერთად გააგრძელოს წარმატებული კარიერა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მომწონს მისი ეს ნაბიჯი!
საღოლ
22:02 21-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული