გიორგი ქვილითაია არ ათამაშეს - "გენტმა" "ანდერლეხტთან" ქვილითაიას ახალი კონკურენტის გოლით გაიმარჯვა

AutoSharing Option
19 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ანდერლეხტი".

მწვრთნელმა იეს ტორუპმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია, განაცხადში არ შეიყვანა, მწყობრში ჩამდგარი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი შეიყვანა განაცხადში, მაგრამ არ ათამაშა.

მან შეტევაში ჯონათან დავიდთან ერთად ორი ტანმაღალი თავდამსხმელი დააყენა: უკრაინელი რომან იარემჩუკი და თავისი ყოფილი შეგირდი, ნორვეგიელი ალეკსანდერ სიორლოტი.

75-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა სტუმართა გუნდის ფორვარდი ფრანსის ამუზუ და ამის შემდეგ გაიტანა სიორლოტმა გამარჯვების გოლი.

"გენტმა" სიორლოტი "კრისტალ
პალასიდან" იჯარით ტორუპის მოთხოვნით აიყვანა, პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი, ის ქვილითაიასავით ტარანული ტიპის მოთამაშეა და ალბათ, ჩვენებურს ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

"გენტი" 34 ქულით მე-6 ადგილზეა და 27 იანვარს სტუმრად "კორტრიკს" ხვდება, იქამდე კი 24 იანვარს თასზე "ოსტენდეს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვილითაიას 2 თამაშში 20 წუთამდე სათამაშო დროში 2 გოლი აქვს გატანილი და ეს არ დავიწყნია არავის,ასე რომ წყალობა არ წყალობის ამბავი არ არის ეს,ეთანაშებოდნენ ანდერლეხტს და და არა ტუბეზეს და ტუნუსში მყოფი ფეხბურთელები დააყენა შემადგენლობაში.იბრძოლებს გიორგი და ორივეს მისვამს დარწმუნებული ვარ,შრომას ის არ უჩივის და ალღო დიდებული აქვს,ასე რომ ის საქართველოს ნაკრების ნომერ 1 თავდამსხმელია..
ბაჩო
12:32 21-01-2019
1
Belgia ar wyalobs qartvelebs ufro!
Kika
09:06 21-01-2019
4

სიახლეები პოპულარული