ლუკა დონჩიჩმა გაიბრწყინა და ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "დალასს" ესტუმრა და ანგარიშით 106:101 დამარცხდა.

"პისტონს" ძირითადი ცენტრი და ვარსკვლავი ანდრე დრამონდი დაუბრუნდა, შესაბამისად ზაზამ თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო და პარკეტზე საერთო ჯამში 9:55 წუთი გაატარა.

ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 5 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო.

დაბრუნებულმა დრამონდმა 23 ქულა და 15 მოხსნა მოიპოვა. ყველაზე მეტი 35 ქულა კი ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო.

აღსანიშნავია დალასელთა ახალწვეულის ლუკა დონჩიჩის 32 ქულა,
გერმანელი დირკ ნოვიცკი კი პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, თუმცა ქულა ვერ მოიპოვა.

ამ მატჩის შემდეგ "დეტროიტს" 21 მოგება და 27 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით "პისტონსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 30 იანვარს შინ "მილუოკისთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-ფინიქსი 132 : 95
იუტა-მინესოტა 106:102
მილუოკი-შარლოტი 108:99
ჩიკაგო-კლიპერსი 101:106
ჰიუსტონი-ტორონტო 121:119
მემფისი-საკრამენტო 96:99
ბრუკლინი-ნიუ იორკი 109:99
კლივლენდი-მაიამი 94:100

მკითხველის კომენტარები / 2 /
დონჩიჩი ცენტრია? თუ მსუბუქი ფორვარდი?
მართლა არ ვიცოდი
15:29 26-01-2019
4
აი ცენტრი ამას ქვია. იმედია გოგა მაინც გახდება დონჩიჩის მსგავსი ცენტრი
grego
13:05 26-01-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული