
უკრაინული გამოცემა Sport.ua-მ დონეცკის "შახტარის" მცველების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ასევე გუნდის ქართველ ფეხბურთელს დავით ხოჭოლავასაც შეეხო.
სტატია ამ სათაურით გამოქვეყნდა - "შახტარი": იდეალური მცველის ძიებაში.
გამოცემა გუნდში წარსულში მყოფ და ამჟამინდელ მცველებს აფასებს და ხოჭოლავაზეც წერს:
"გასულ სეზონში დონეცკელთა ბანაკში დავით ხოჭოლავა გამოჩნდა. ქართველმა მცველმა "შახტართან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხოჭოლავა ფონსეკას გუნდში "ჩერნომორეციდან" გადავიდა. კუჩერისა და ორდეცის ტრავმის გამო, ხოჭოლავას საკმარისი შანსები და სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ძირითადის სრულფასოვან ფეხბურთელად ვერ დავარქმევთ, უფრო როტაციის ფეხბურთელია", - წერია საიტზე.