გიორგი პაპუნაშვილი ძირითადს დაუბრუნდა, "სარაგოსამ" კი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" საკუთარ მოედანზე "ოვიედო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ქართველმა ნახევარმცველმა კი თამაში ძირითადში დაიწყო.

პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში "ოვიედოსთან" მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა.
მწვრთნელმა პაპუნაშვილი 64-ე წუთზე ალბერტო სოროთი შეცვალა.

ორივე გოლი ალვარო მარკესმა გაიტანა. აღსანიშნავია მეორე გოლი, რომელიც მან ე.წ "მორიელის" ილეთით გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ "სარაგოსას" 26 ქულა დაუგროვდა და მე-14 ადგილზე არის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული