გიორგი ქვილითაია "კორტრიკთან" მატჩის განაცხადშიც აღარ შეიყვანეს...

AutoSharing Option
27 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტი" გასვლაზე "კორტრიკს" შეხვდება და სტუმართა გუნდმა განაცხადი გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა ის მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა. რაც შეეხება ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს, განაცხადშია.

24 იანვარს, თასზე "ოსტენდესთან" შეხვედრაში (2:2) ორივე ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს.

შეგახსენებთ, ტორუპმა გუნდში თავისი ყოფილი შეგირდი, ალეკსანდერ სიორლოტი გადაიყვანა, უკვე სამი ტარანული ტიპის ცენტრფორვარდი ჰყავს და ქვილითაიას შესაძლოა პრობლემა შეექმნას.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქვილითაია სენაკის გუნდს გააძლიერებდა ძალიან..იქნებ მოხერხდეს
აბაშა
15:28 30-01-2019
0
დროა საქართველოს ჩემპიონატი გავაძლიეროთ თორემ დაგვრჩა ეს ჩვენი ვარსკვლავა ფეხბურთელები ზოგი უგუნდოდ, ზოგიც სათადარიგოთა სკამზე, ზოგიც კიდევ ღობის გადაღმა (განაცხადის გარეთ)! მაგრამ ფული? აგერ წყალტუბოში თურმე ფული იშოვება, კახეთში, ბათუმში, ფოთუმში. თიანეთშიც კი იშოვება, ჩემი თუ არ გჯერავთ კითხეთ ზაქარიას (არა, კალაშოვს კი არა, ქუცნაშვილს))) ... თბილისზე ხომ ბაზარი არაა, საბურთალო, ვაკე...! მიშა დავაბრუნოთ და ფულს ის იშოვის, დააყაჭინებს მაგათ ყველას და მერ გივი სულს ამოხდის! ოღონ რამენაირად კეზერაშვილი უნდა დაიბლოკოს, თუ არა გაზიდავს ყველაფერს ოფშორებში და ქართული ფეხბურთის აღორძინების სამექმეც ოკეანის წყლებს მიეცემა!
aburjga
13:17 27-01-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული