ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა".
ხარაიშვილის გუნდი შეკრებას გეტებორგის 3 300-იან დახურულ "სერნეკე არენაზე" გადის და იქვე ნორვეგიულ გუნდებთან ჩაატარა ორი ამხანაგური მატჩი.
"გეტებორგმა" ჯერ "სტაბეკი" დაამარცხა 2:0, ხოლო შემდეგ "ოდი" 2:1.
ხარაიშვილი "ოდთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-5 წუთზე პენალტი გაიტანა, 88-ე წუთზე კი შეცვალეს.
მორიგ ამხანაგურ მატჩს "გეტებორგი" ნორვეგიულ "რუსენბორგთან" გამართავს.
შეგახსენებთ, გიორგიმ "გეტებორგთან" კონტრაქტი 3.5 წლით გააგრძელა.