ამავე სატრანსფერო ფანჯრისას კლუბმა კალიდუ კულიბალი "ნაპოლიში" 7.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისა. სწორედ ამდენივე დაიხარჯა იმ ფეხბურთელებში, რომლებიც "გენკმა" შეიძინა.
ყველაზე დიდი თანხა ამ წელს ბელგიურმა კლუბმა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელში - თორნიკე ოქრიაშვილში გადაიხადა, ქართველი მოთამაშის დამატება "გენკს" 1.8 მილიონი ევრო დაუჯდა.
თორნიკემ ბელგიური კლუბი წელიწად-ნახევარში უამრავი გაუგებრობის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ ის თურქულ "ესქიშეჰირსფორსა" და რუსულ "კრასნოდარში" იყო, ეს უკანასკნელი კი კონტრაქტის
ოქრიაშვილი ერთადერთი ქართველი არ იყო, რომელიც იმ წელს "გენკის" ფეხბურთელი გახდა. ბელგიელებმა თბილისის "ლოკომოტივის" 18 წლის შემტევი ლუკა ზარანდიაც დაიმატეს და ამ ასაკის ფეხბურთელისთვის, თუ გერმანულ სააგენტო transfermarkt-ს დავუჯერებთ, საკმაოდ დიდი თანხა - 800 ათასი ევროც გაიღეს.
ლუკას "გენკის" ძირითად გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია და 2 წელიწადში მშობლიურ "ლოკომოტივში" დაბრუნდა, სადაც ნახევარი წელი დაჰყო და 2017 წლის იანვარში პოლონური "არკას" მოთამაშე გახდა, სადაც დღესაც თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
1.5 მილიონი დაჯდა "გრონინგემის" ჰოლანდიელი მეკარის - მარკო ბიზოტის ტრანსფერი, რომელმაც კლუბში სამი წელიწადი გაატარა და 2017 წლის ზაფხულში უფასოდ "ალკმაარის" რიგებში გადაბარგდა. დღეს ის ჰოლანდიური კლუბის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.
ასევე მილიონ-ნახევარი გადაიხადეს სერბული "ბეოგრადის" შემტევ ალექსანდრ ჩავრიჩში, რომელმაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და დღეს ბრატისლავის "სლოვანის" ფეხბურთელია.
თორნიკე ოქრიაშვილთან და ლუკა ზარანდიასთან ერთად სერბული "ვოივოდინადან" სულ რაღაც მილიონად შეუერთდა კლუბს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელიც დღეს რომის "ლაციოს" ლიდერია და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები მისი გადაბირებისთვის იბრძვიან. ბელგიურმა კლუბმა ერთ წელიწადში მილიონად შეძენილი მოთამაშე 18-ჯერ ძვირად გაყიდა.
სერბს გავლენიანი გერმანული საიტი Transfermarkt.de დღეს 75 მილიონ ევროდ აფასებს.
"გენკმა" ნიგერიულ "ნეტ ბოიზს" 180 000 ევრო გადაუხადა 18 წლის ვილფრედ ნდიდის სანაცვლოდ, რომელიც ორ წელიწადში "ლესტერმა" ნგოლო კანტეს შემცვლელად 18 მილიონ ევროდ შეიძინა.
დღეს ნდიდის ფასი 35 მილიონი ევროა.
2014 წელს "გენკის" ფეხბურთელი უფასოდ გახდა 23 წლის კრისტიან კაბასელე, რომელიც ზუსტად ორ წელიწადში "უოტფორდის" რიგებს 7 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ბელგიელი ცენტრალური მცველი "ყვითლების" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა.
თორნიკე ოქრიაშვილი 25 ნოემბრის შემდეგ უგუნდოდაა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების მოთამაშე.
გავრცელებული ინფორმაციით, მისით ყაზახური კლუბები ინტერესდებიან.
ჭანტურია, სერხი რობერტო, იკარდი, რაფინია - ვინ იყვნენ და სად არიან დღეს ბარსელონელი თანაგუნდელები