ТК Футбол-ის ცნობით, 31 წლის ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალში" იმყოფება სინჯებზე.
ის ამჟამად "არსენალშია" და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ლიპარტია 2011-2017 წლენში ლუგანსკის "ზორიაში" თამაშობდა და მის რიგებში 167 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბოლოს ჯაბა "სამტრედიას" ღირსებას იცავდა.
"არსენალი" უკრაინის პრემიერლიგაზე 18 ტურის შემდეგ უკანასკნელ, მე-12 ადგილზეა.
ჩემპიონატის განახლებამდე "არსენალი" თურქულ შეკრებაზეა, სადაც 7 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.