გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას წარმატებული დებიუტი შედგა.
29 იანვარს, ბუნდესლიგის მე-19 ტურში ლორიას ახალმა გუნდმა "მაგდებურგმა" საკუთარ მოედანზე "აუე" 1:0 დაამარცხა.
"მაგდებურგმა" სექტემბრის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო.
ლორია პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენეს, შეუცვლელად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა, თუმცა ბევრი სამუშაო ნამდვილად არ ჰქონია.
"მაგდებურგი" 14 ქულით მე-15 ადგილზეა და 1 თებერვალს სტუმრად "ინგოლშტადს" დაუპირისპირდება.
მაგდებურგი. "MDCC არენა". 18 757 მაყურებელი
მაგდებურგი - აუე 1:0
გოლი: კოჰკემპერი (44)