ლუკა ზარანდიამ ამხანაგურ მატჩში "ოლექსანდრიას" გაუტანა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გდინის "არკამ" უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსანი კლუბი "ოლექსანდრია" 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი გოლი პოლონელთა ქართველმა შემტევმა ლუკა ზარანდიამ შეხვედრის მე-60 წუთზე გაიტანა და როგორც "არკას" ვებგვერდი იუწყება, 23 წლის ფეხბურთელი ძალიან აქტიური იყო.

"ლუკა საჯარიმოში შეიჭრა და  მარცხენა ფეხით უძლიერესად დაარტყა, ისე, რომ მეტოქის მეკარეს შანსიც არ ჰქონია" - ვკითხულობთ "არკას" საიტზე.

ეს თურქულ შეკრებაზე პოლონური კლუბის მესამე მატჩი იყო. 31 იანვარს "არკა" ორ მატჩს გამართავს - მაკედონიურ "გიორცე პეტროვთან" და ყაზახურ "შახტიორთან".

alt"მასსავით შრომისმოყვარე რომ იყოს, "მანჩესტერში"

ითამაშებდა" - ლუკა ზარანდიას თანაგუნდელის სიტყვები შეახსენეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინც სკამზე დასვამენ, იქ კვიპროსში მამამისოვიჩმა გოლები გაიტანა. ფორმაში იქნებოდეს მაინც
ლევანი
17:41 30-01-2019
3

სიახლეები პოპულარული