ultimouomo: გიორგი ჩაკვეტაძის ძლიერ გუნდში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია

AutoSharing Option
იტალიურმა ultimouomo-მ ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატების საუკეთესო 15 ფეხბურთელზე გამოაქვეყნა სტატია და მათ შორის "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა.

"თუ ერთა ლიგას მიადევნეთ თვალი, უთუოდ შეამჩნევდით საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის ასპარეზობას, რომელმაც 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. იმის გათვალისწინებით, რომ ის მხოლოდ 19 წლისაა, ეს მოულოდნელი გახლდათ.

გიორგი ნიჭიერია, აღმოსავლეთ ევროპელი ფეხბურთელებიდან გამორჩეულია და კონტინენტის რომელიმე საუკეთესო ლიგაში თამაშს იმსახურებს. "გენტში" თამაშობს შემტევ ან მარცხენა ნახევარმცველად, კარგი დრიბლინგი აქვს, გადამწყვეტ მომენტებში კი მარჯვენა ფეხით კომბინაციის განვითარების სწორ
გადაწყვეტილებებს იღებს.

ის სწრაფია, ყველა შეუძლია გააკვირვოს თავისი არაორდინალურობით, რაც იშვიათობაა. ბელგიის ლიგაში თავისი ასაკის ფეხბურთელებში გამორჩეული და უნივერსალურია და პროგრესირება შეუძლია. 2019 წელი შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს მის კარიერაში და ძლიერ გუნდში გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისევ სკამზე ზის დღესაც.. იმედია მოუმატებ და მოუმატებ გიო, თორე ეს ლაპარაკები, ასევე დარჩება.. წარმატებები და იმუშავე ბევრი საკუთარ თავთან,მიბაძე რონალდუს შრომისმოყვარეობაში და შენ უეჭველად იქნები დიდი ფეხბურთელი!
ზურა
00:43 31-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული