დავით ხოჭოლავამ დღეს "შახტარში" ორჯერ ითამაშა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე დონეცკის "შახტარმა" დღეს ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივეში მიიღო მონაწილეობა დონბასური გუნდის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ.

"შახტარმა" ჯერ დანიის "ჰობრო" 2:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ პოლონეთის "ლეხს" 3:0 სძლია.

ხოჭოლავა პირველ შეხვედრაში 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო მეორეში სასტარტოში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.

"შახტარი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალში 14 და 21 თებერვალს "აინტრახტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთს მადლობა რომ ტრავმა არააა სერიოზული, წარმატებები დათოს და წინსვლა, იმედიავ ევროპალიგაზი ითამაშებს და მარტისთვის ფორმის პიკში შეხვდება თორემ კაშია უთამაშებელია და დაცვის ცენტრში აშკარად გვჭირდება დათო. ღმერთი მისკენ.
roma
22:32 31-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული