თურქულ შეკრებაზე საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" 3:2 დაამარცხა ოთარ კიტეიშვილის "შტურმი".
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ლობჟანიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე გოლი გაიტანა (ანგარიში 1:1 გახადა) და 79-ე წუთზე შეცვალეს.
"რანდერსი" 2 თებერვალს დანიაში დაბრუნდება და 10 თებერვალს დანიის ჩემპიონატზე სტუმრად "ოლბორგს" შეხვდება, ხოლო "შტურმს" ავსტრიის ბუნდესლიგაზე მორიგი შეხვედრა 24 თებერვალს აქვს გასვლაზე "მატერსბურგთან", იქამდე კი კიდევ სამ საკონტროლო მატჩს გამართავს.