ფეხბედნიერი გიორგი ლორია - კარი ისევ მშრალად შეინახა და "მაგდებურგმა" ისევ გაიმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
1 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად "ინგოლშტადტი" 1:0 დაამარცხა.

"ინგოლშტადი" ერთ-ერთი აუტსაიდერია, "მაგდებურგი" ამ შეხვედრამდე მხოლოდ 1 ქულით უსწრებდა და ეს ფაქტიურად 6 ქულისთვის მატჩი იყო.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და მატჩის ბოლოს გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

ლორიას გასულ ტურში "აუესთან" შეხვედრაში დიდი სამუშაო არ ჰქონია, ამჯერად კი ოთხჯერ მოიგერია მის კარში დარტყმული ბურთი და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"მაგდებურგს" 30 სექტემბრის შემდეგ გამარჯვება არ ჰქონდა ჩემპიონატზე მოპოვებული და რაც
ლორია ჩადგა ამ გუნდის კარში, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

"მაგდებურგი" 17 ქულით მე-15 ადგილზეა და 10 თებერვალს "ჰოლშტეინს" მასპინძლობს.


ინგოლშტადტი. "აუდი-სპორტპარკი". 8 216 მაყურებელი
ინგოლშტადტი - მაგდებურგი 0:1
გოლი: ტურპიტცი (81)



მკითხველის კომენტარები / 9 /
გერმანიის 2 ბუნდესლიგა რით ჯობია რუსეთის პრემიერლიგას ? ხალხო რას ეწევით?
ბბ
02 თებერვალი 2019 20:21
11
მაგდებურგი რომ ენატრება საქართველოს ნაკრების პირველ მეკარეს! ულაპარაკოდ! და უკომენტაროდ!
Вай
02 თებერვალი 2019 20:19
6
მაგრა მიხარია. ოღონდ არ დათარსოთ რა. მთავარია გუნდი ამოვიდეს ქვედა ზონიდან. აი ქება მერე სჯობს.
ჰაჰა
02 თებერვალი 2019 13:58
1
მიდი გიო თავი არ დაზიგო რუსეთის ლიგას მაქ ასი თავით ჯობია.
dato
02 თებერვალი 2019 13:11
1
Warmatebebi lorenzo
შაკო
02 თებერვალი 2019 11:43
0
მიდი გიო აჩვენე კლასი, რუსეთის პრემიერ ლიგას ნაღდად ჯობია.
Tinto bras
02 თებერვალი 2019 11:34
2
გვეშველა მგონი. ფუი ეშმაკს, თვალი არ ეცეს
ვასო
02 თებერვალი 2019 02:10
2
მაგრა მიხარია გიო, მიდი
მიაწექი ძმაო.
ჯანო
01 თებერვალი 2019 23:59
1
მხოლოდ წარმატებას გისურვებ გიო მაგარი კაცი ხარ კაი აურა და ენერგია შეიტანე გუნდში შემდეგ სეზონში ბუნდელსიგისთვისაც იბრძოლებთ! დროა იპოვო გუნდი სადაც დარჩები დიდხანს დინამოს შემდეგ და ბედნიერიც იქნები ამას იმსახურებ წინ გიო!
gui
01 თებერვალი 2019 23:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული