ფეხბედნიერი გიორგი ლორია - კარი ისევ მშრალად შეინახა და "მაგდებურგმა" ისევ გაიმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
1 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად "ინგოლშტადტი" 1:0 დაამარცხა.

"ინგოლშტადი" ერთ-ერთი აუტსაიდერია, "მაგდებურგი" ამ შეხვედრამდე მხოლოდ 1 ქულით უსწრებდა და ეს ფაქტიურად 6 ქულისთვის მატჩი იყო.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და მატჩის ბოლოს გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

ლორიას გასულ ტურში "აუესთან" შეხვედრაში დიდი სამუშაო არ ჰქონია, ამჯერად კი ოთხჯერ მოიგერია მის კარში დარტყმული ბურთი და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"მაგდებურგს" 30 სექტემბრის შემდეგ გამარჯვება არ ჰქონდა ჩემპიონატზე მოპოვებული და რაც
ლორია ჩადგა ამ გუნდის კარში, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

"მაგდებურგი" 17 ქულით მე-15 ადგილზეა და 10 თებერვალს "ჰოლშტეინს" მასპინძლობს.


ინგოლშტადტი. "აუდი-სპორტპარკი". 8 216 მაყურებელი
ინგოლშტადტი - მაგდებურგი 0:1
გოლი: ტურპიტცი (81)



მკითხველის კომენტარები / 9 /
გერმანიის 2 ბუნდესლიგა რით ჯობია რუსეთის პრემიერლიგას ? ხალხო რას ეწევით?
ბბ
20:21 02-02-2019
11
მაგდებურგი რომ ენატრება საქართველოს ნაკრების პირველ მეკარეს! ულაპარაკოდ! და უკომენტაროდ!
Вай
20:19 02-02-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული