"სარაგოსას" საიტი იტყობინება, რომ ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიშზე მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო.
ის 5 თებერვალს სეგუნდადივიზიონის 24-ე ტურში სტუმრად "ლას პალმასთან" ვერ ითამაშებს.
ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია გიორგის ტრავმა და რამდენი ხანი მოუწევს უქმობა.
შეგახსენებთ, ამ სეზონში ტრავმის გამო მას 3 თვეზე მეტი გაუცდა.