ბაჩანა არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსან "მოლ ვიდის" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიამ" მოულოდნელად დაამარცხა მეორე ადგილზე მყოფი "მოლ ვიდი" 3:0.

ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე გატანილი გოლით თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა დააფიქსირა, რომელიც 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

არაბულმა მადიართა პირველობის 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

"პუშკაშ აკადემია" 24 ქულით 12-გუნდიან პირველობაზე მე-9 ადგილზეა და 9 იანვარს "ჰონვედს" ხვდება, რომლის ღირსებასაც ქართველი შემტევი ზაქარია ბეგლარიშვილი იცავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული