"გენტი" "ბრიუგეს" დაუზავდა - გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, გიორგი ქვილითაია კი არ ათამაშეს

AutoSharing Option
3 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ბრიუგესა" და "გენტის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუშინ ორივე ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია შეიყვანა განაცხადში, თუმცა დღეს განაცხადში ჩაკვეტაძე არ იყო, ქვილითაია კი იყო, მაგრამ არ ათამაშა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს "ოსტენდესთან" თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. რაც შეეხება ქვილითაიას, უკანასკნელი მატჩი ჩემპიონატზე დუბლებში ჩაატარა.

"გენტი" 38 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 10 თებერვალს "მუსკრონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სულ ახლახანს სოც. ქსელებში გამოკითხვა ჩატარდა ნაკრების ყველა დროის სიმბოლურ გუნდზე, სადაც ჩაკვეტაძეს ძალიან ბევრი ასახელებდა თერთმეტეულისთვის, რამაც ცოტა გამაღიზიანა და რატომ: თავის დროზე ლევან ყენია უკეთესი თუ არა ნაკლები არ იყო ჩაკვეტაძეზე, მაგრამ არ აეწყო კარიერა და უკვე არც არავის ახსოვს, ამით ის მტკიცდება რომ ჩაკვეტაძემ დღეს რომ დაასრულოს კარიერა (ჯვარი წერია) ხვალ არავის მოუვა თავში აზრად ქინქლაძის და არველაძის გვერდზე დააყენოს. ხოდა ახლა კი გამოჩნდა ხალხი ვინც მიწაზე ანარცხებს ამ ბიჭს.. გამოდის რომ ფეხბურთში არც ისე კარგად ჩახედული ხალხის დიდი მასა აქტიურობს სოც ქსელებში, ხან უაზროდ ცაში აჰყავთ ეს ბიჭი ქება დიდებით და ხანაც მიწასთან ასწორებენ!!!
D
04 თებერვალი 2019 09:47
2
ეგრე არ არის უმეტესობა ყოველთვის? ვინმე პატარა რაღაცას მიაღწევს და ბავშვებივით გვიხარია. როცა ვინმე გვეტყვის, რომ დავფრინავთ, იმას ვქოლავთ. ფაჩულეთი მასე არ იყო გაგიჟებული ერთ დროს? თუმცა ნელ-ნელა მიხვდა ხალხი რა დონის მოთამაშეა ზაზა.
odala
04 თებერვალი 2019 11:34
1
ბოღმაც არის და ბოღმაც.იმის მერე რაც წელს საქართველოს ნაკრებისთვის ამ ბიჭმა გააკეთა, ხელი როგორ გიბრუნდებათ ესეთები რომ წეროთ.და მერე, გოლს რომ გაიტანს,პირველი გულშემატკივრები ხდებით. მიმიფურთხებია ეგეთი უგულო ხალხისთვის თქვენ რომ ხართ და მრცხვენია ქართველები რომ გქვიათ
valderrama
04 თებერვალი 2019 02:51
5
ბიჭს გვიჩაგრავენ ეს ოკუპანტები.
Odala
03 თებერვალი 2019 23:53
8
ჩაკვესას ტრავმა აქვს.( ისე როგორც დანარჩენ ქართულ ფეხბურთს). ისე იმანჭებოდა თასზე მატჩში ბოლოს, რომ გაუმიზეზდა ის მუხლი ეტყობა. უკვე შეწყდა ჩაკვესაზე საუბრები საფეხბურთო წრეებში.სამწუხაროდ ასე თუ გაგრძელდა....ქვილითაიას კი ავსტრიაში დარჩენა ერჩივნა. არაა ეს მწვრთნელი მაგის ძირითადში დამყენებელი.
ჯეკო
03 თებერვალი 2019 23:12
3
ჩაკვესი რა გითხრათ და ქვილითაიას მართლა ნავთობის სუნი ასდის
ზას.
03 თებერვალი 2019 23:11
1
ჩემი აზრით ჩაკვეტაძის შემთხვევაში რაღაც ხელოვნური თემა ხდება, წელს გენტს არ უნდა მისი გაყიდვა ამიტომ სავარაუდოდ ისე სტაბილურად აღარ ათამაშებენ და ყურადღებას გადაატანინებენ მის მსურველებს. ისიც სათქმელია, რომ ჩაკვე დიდი ფსიქოლოგიურ წნახს განიცდიდა. ამას დაემატა ტრავმა და არც ისაა გამორიცხული, რომ ამ პრობლემებს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა. ყოველ შემთხვევაში რა როგორ იქნება უახლოეს 1 თვეში გამოჩნდება. რაც შეეხება ქვილითაიას, მან დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს კლუბი. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სათადარიგოთა სკამზე მყარად დასვამენ.
ანესთეზეოლოგი
03 თებერვალი 2019 22:24
9
რეალი ან რომა არ იქნებოდა უკეტესი? რატოა ამ გენტსი..წავიდეს რომასი..
lile
03 თებერვალი 2019 22:23
13
Tqveni Barcelona Ra vtqvi
Treneri
03 თებერვალი 2019 21:17
18
კი კი.. ტობოლი ან ორდაბასი.
ყაზახეთისკენ ჰერი ჰერი.

ისე აზერბაიჯანში გაბალა ან ნეფთჩიც არ იქნება ცუდი ვარიანტი
გელა ნუგზარაშვილი
03 თებერვალი 2019 20:39
42
გელა, თქვენ ალბათ არშემდგარი და წარუმატებელი პიროვნება ხართ, რომელიც ჩასაფრებული ელოდება სხვა მართლა წარმატებული ადამიანის უიღბლობას, რომ მისი დაუკმაყოფილებელი ეგო, სხვისი ლანზღვით დაიკმაყოფილოს. რომ ვთქვა მეცოდებითთქო მოგატყუებთ, არც მაინტერესებს, უბრალოდ თქვენმა ვითომ სარკასტულმა კომენტარმა გამაღიზიანა : ))
გელას
04 თებერვალი 2019 01:43
3
ეს მწვრთნელი სასრაფოდ უნდა გავუშვათ, არ გვაწყობს, ქართველებს არ სწყალობს :))
mdaaa
03 თებერვალი 2019 20:38
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული