tagesanzeiger.ch: ლევან ხარაბაძე ის მოთამაშეა, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი მოლოდინია

AutoSharing Option
შვეიცარიული გამოცემა tagesanzeiger.ch-ი "ციურიხის" შესახებ სტატიას გვთავაზობს, სადაც საუბარი კლუბის ქართველი ლეგიონერის, ლევან ხარაბაძის შესახებაცაა.

"19 წლის ქართველი ლევან ხარაბაძე ის მოთამაშეა, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი მოლოდინია. ეს კაცი არც გერმანულად და არც ინგლისურად არ საუბრობს, მხოლოდ რუსული იცის. ანდრის ვანინსი ("ციურიხის" ლატვიელი მეკარე) ვარჯიშის დროს უთარგმნის მას, მთავარი მწვრთნელი ლუდოვიკ მაგნინი კი ხელების მოძრაობით უხსნის საკუთარ სათქმელს. ჩანს, რომ ქართველი მას ყოველდღიურად აოცებს. ფაქტია, რომ ის ხარაბაძეზე ბევრს ფიქრობს." - წერს გამოცემა.

ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ კლუბს წელიწადნახევრიანი იჯარით თბილისის
"დინამოდან" შეუერთდა. მის კონტრაქტში დევს გამოსყიდვის პუნქტი, კარგი ასპარეზობის შემთხვევაში "ციურიხს" ახალგაზრდა ქართველი მცველის შეძენის უპირატესი უფლება აქვს.

altლევან ხარაბაძე "ციურიხში" პირველ ორ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს - ათამაშებენ "ნაპოლისთან"?

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ განაცხადშიც არ ყოფილა ისე ეიმედება
Geo_Dinamo
03:32 05-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული