ჰოლანდიური პრესა: გიორგი ხარაიშვილი "აიაქსის" სიაშია

AutoSharing Option
ჰოლანდიური გამოცემა elfvoetbal.nl-ის ინფორმაციით, ამსტერდამის "აიაქსს" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ხარაიშვილის შეძენა სურს.

როგორც სააგენტო წერს, ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდი ქართველ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება და "გეტებორგთან" მისი გრძელვადიანი კონტრაქტის მიუხედავად, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე მისი ხილვა ზაფხულშივე სურთ.

"გიორგი ხარაიშვილი "აიაქსის" სასურველ ფეხბურთელთა სიაშია. ნახევარმცველს ამ დროისთვის კონტრაქტი შვედურ "გეტებორგთან" აქვს, თუმცა ამსტერდამელებს "იოჰან კრუიფის არენაზე" მისი წაყვანა ზაფხულშივე სურთ" - წერს გამოცემა.

გიორგი ხარაიშვილი შვედურ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს. "გეტებორგმა" ის "საბურთალოდან" 2018 წლის ბოლოს გამოისყიდა.

22 წლის ნახევარმცველი
გასულ სეზონში კლუბის ბომბარდირი გახდა 9 გატანილი გოლით. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

alt"გეტებორგმა" შეკრება დაიწყო - გიორგი ხარაიშვილმა გოლი გაიტანა

altშვედური გამოცემა: გიორგი ხარაიშვილი 2018 წლის ნათელი წერტილი იყო

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმის გათვალისწინებით რომ ოქრიაშვილი, ანანიძე, ჭანტურია ... არ არიან სტაბილური ფეხბურთელები 2020 წლის მარტისთვის ხარაიშვილი შეიძლება ნაკრებისთვის გამოსადეჰი ფეხბურთელი იყოს
დინამო
12:47 04-02-2019
1
მოდის ახალი თაობა და საბედნიეროდ მიდის ფულზე დახმებული ფეხბურთელების დრო :)
Tbiliseli
15:30 04-02-2019
1

სიახლეები პოპულარული