ჯერ დაკვირვება, მერე კონტრაქტი - ხვიჩა კვარაცხელია "ლოკომოტივს" შეკრებაზე გაჰყვა

AutoSharing Option
"რუსთავის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივთან" ერთად ესპანეთში შეკრებაზე გაემგზავრა - ამის შესახებ Fclmnews.ru იუწყება.

"ხვიჩა კვარაცხელია ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე "ლოკომოტივთან" ერთად შეკრებაზე გაემგზავრა, თუმცა ჯერჯერობით კონტრაქტი გაფორმებული არაა და არც კონკრეტული დეტალები შეგვითანხმებია. ჯერჯერობით ფეხბურთელზე ყველა უფლება "რუსთავს" ეკუთვნის. მას შეკრებაზე წასვლის უფლება მივეცით, ხვიჩას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ." - განაცხადა რუსული კლუბის საინფორმაციო გვერდთან საუბრისას "რუსთავის" პრეზიდენტმა ბადრი მაჭავარიანმა.

"ლოკომოტივი" ესპანეთის ქალაქ მარბელაში 2 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით დარჩება. სწორედ ამ პერიოდში გადაწყდება ახალგაზრდა ქართველის ბედიც.

ხვიჩა
კვარაცხელია თბილისის "დინამოს" აღზრდილია. ის "რუსთავის" მოთამაშე 2018 წლის მარტში გახდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"ის შეკრებაზე შემოგვიერთდება" - მოსკოვის "ლოკომოტივმა" ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსეთში მარად პერსპექტიულად დარჩება...
უშანგი
04 თებერვალი 2019 17:34
6
ეგ ბიჭი დიდი ფეხბურთელი დადგება ძალიან ნიჭიერია.წარმატებები
გოგა
04 თებერვალი 2019 13:54
2
შეეძლო გამხდარიყო, დიდი პოტენციალის ბიჭია, მაგრამ გამოუსვა თავის კარიერას ცელი, გვერდით ჭკვიანი კაციც არ აღმოაჩნდა რომ ერჩია...
zura
04 თებერვალი 2019 15:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული