"ყველაფერი გავაკეთე, რაც თავდამსხმელს ევალება" - გიორგი ბუხაიძე ყაზახურ კლუბში არ აიყვანეს

AutoSharing Option
გამოცემა Sports.kz-ის ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერლიგაში დაწინაურებულმა "ოკჟეტპეშმა" საჩხერის "ჩიხურას" ყოფილ მოთამაშე გიორგი ბუხაიძეს, რომელმაც კლუბში ამხანაგური მატჩებიც გამართა, კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა.

27 წლის თავდამსხმელმა ყაზახურ მედიასთან აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"მწვრთნელს ჩემი საქმეში ხილვა სურდა. ორი საკონტროლო მატჩი ჩავატარე, სადაც ერთი გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც შევასრულე. ყველაფერი გავაკეთე, რაც თავდამსხმელს ევალება. მე ფორვარდი ვარ და ჩემი საქმე გატანა და წარმატების მიღწევაში კლუბის დახმარებაა.

"ოკჟეპტეშში" მითხრეს, რომ სხვა თავდამსხმელების ნახვა სურთ. არ ვიცი, ვის აირჩევენ. მითხრეს, რომ შეიძლება დამირეკონ,
მაგრამ სხვა ვარიანტებიც მაქვს, ოღონდ ყაზახეთიდან არა. მათ შორის საუკეთესოს ავარჩევ." - განაცხადა გიორგი ბუხაიძემ.

27 წლის მოთამაშეს მთელი კარიერა საქართველოს ჩემპიონატში აქვს გატარებული. გასულ სეზონში მან "ჩიხურას" რიგებში 23 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

alt"იბრაგიმაშვილი" - როგორ აფასებს ყაზახური მედია თორნიკე ოქრიაშვილს

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქანა რაცხა ბოროტებას თუ არ აქვს ადგილი ჩვენი ბომბარდირი რაფერ დეიწუნა ყაზახეთის მაჩანჩალამ??))))
გიო
06:04 06-02-2019
0

სიახლეები პოპულარული