მიოდრაგ ბოჟოვიჩი - ახალწვეულებზე და მათ შორის ჯანო ანანიძეზე: უკეთესები გახდნენ, გუნდი სერიოზულად გააძლიერეს

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის ახალწვეულებზეც ისაუბრა.

- პირველ შეკრებაზე გუნდი უფრო ფიზიკურ მომზადებაზე მუშაობს. ახლა, მეორე შეკრებაზე შეგიძლიათ ფეხბურთელთა მომზადება შეაფასოთ?
- ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაზე მუდამ ვმუშაობთ, ჩემპიონატის დროსაც. თურქეთში პირველი შეკრების პირველ მატჩში ფეხბურთელთა ნაწილმა შეუცვლელად ითამაშა. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მზად არიან, მაგრამ ურიგოდ არ უასპარეზიათ. კარგად ირბინეს. "პარტიზანთან" სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ. მინდა, ყველამ ერთნაირი დატვირთვა მიიღოს.

- ჩატარებულ შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?
- პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სხვადასხვანაირად ხდება. ხანდახან გუნდები შეკრებაზე იმარჯვებენ, მაგრამ
ჩემპიონატზე სირთულეებს აწყდებიან და პირიქით. დასკვნების გამოტანა ძალიან ძნელია. თუმცა, ვფიქრობ, წაგებას მოგება სჯობია. კარგ ხასიათზე დგები, ეს ხომ სპორტია, ფეხბურთია.

- ზამთარში გუნდი გადახალისდა. ახალწვეულების გუნდში ადაპტაციით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ექვსიდან სამთან ადრეც მიმუშავია - შიშკინი, სამედოვი და ჯანო. დროის უმეტეს ნაწილს ბურთით ვარჯიშს ვუთმობთ და ჩემის აზრით, მათთვის ეს საინტერესო იყო. ამ ფეხბურთელებმა გუნდი სერიოზულად გააძლიერეს და ამოცანის გადაჭრაში დაგვეხმარებიან.

- შიშკინი, სამედოვი და ჯანო "კრილიაში" იმავე როლს შეასრულებენ, რომელსაც იმ გუნდებში ასრულებდნენ, სადაც ადრე მათი მწვრთნელი იყავით? რამდენად შეიცვალნენ ისინი მას შემდეგ?
- შეიცვალნენ? უკეთესები გახდნენ (იცინის). ჩვეულ პოზიციებზე ითამაშებენ. ისინი გამოცდილები არიან. ღმერთმა ქნას, ტრავმები არ მიიღონ. ვფიქრობ, თავიანთ ამოცანას შეასრულებენ.

- ბევრი გუნდი დაცვითი ფეხბურთით აღწევს შედეგს. თქვენ ისევ თქვენი საყვარელი შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ხართ?
- მინდა, გუნდმა უფრო მხიარულად ითამაშოს. ეს გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია. არამარტო უნდა მოვიგოთ, არამედ ლამაზადაც უნდა ვიასპარეზოთ, რათა ჩვენს მხარდასაჭერად გულშემატკივრები მოვიდნენ. ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

- ჩემპიონატისთვის სასტარტო შემადგებლობა უკვე შერჩეული გყავთ?
- 1-2 დილემის წინაშე ვდგავარ, თუმცა ძირითადი შემადგენლობა უკვე შევარჩიე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული