საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ინტერვიუ მისცა «Матч ТВ», - ის, რომელიც ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ქართველი გულშემატკივრისთვის, რამეთუ მას ასე ვრცლად და გულღიად კარგა ხანია არ უსაუბრია.
- როგორ მოხვდით "კრილიაში"?
- შვებულებაში ვიყავი. დამირეკეს. მესმოდა, სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. მე ხომ ნახევარი წელი არ მითამაშია.
- "სპარტაკიდან" დაგირეკეს?
- დიახ, "კრილიადანაც". იქ შიკუნოვი მუშაობს, რომელიც ჩემთვის უცხო ადამიანი არაა. "როსტოვიდან" ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. პირველი ოფიციალური მოთხოვნა ჩემზე სწორედ სამარადან მოვიდა.
- მაშინვე დათანხმდით?
- პაუზა ავიღე, რადგან აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი
სამსახურით "ვიტესი" იყო დაინტერესებული.
- აქედან დაწვრილებით მომიყევით...
- ჰოლანდიელთა წინადადება ძალიან სასიამოვნო იყო. საქართველოში ვისვენებდი, ახალი წლის შემდეგ სლუცკის დავურეკე, მან დაინტერესება დამიდასტურა და მითხრა, რომ უნდოდა მის გუნდში გადავსულიყავი.
- ისევ პაუზა აიღეთ?
- დავთანხმდი. "სპარტაკს" ვუთხარი, რომ ჩემთვის ევროპა პრიორიტეტული იყო და დამთანხმდნენ. ეს ფინანსურად ჩემთვის წამგებიანი გახლდათ, თუმცა მაინც "ვიტესში" მსურდა გადაბარგება.
- ჰოლანდიელებმა იმაზე ნაკლები ხელფასი შემოგთავაზეს, ვიდრე "სპარტაკში" იღებდით?
- კლუბები ალბათ, ამ საკითხს როგორმე გადაჭრიდნენ, მაგრამ ევროპაში სულ სხვანაირი საგადასახადო სისტემაა. ასე რომ, ხელზე ნაკლებს ავიღებდი. თუმცა, წინადადება ძალიან მომეწონა, ფინანსური მხარე მთავარი არ იყო. საკითხის გადასაჭრელად თბილისიდან 3 იანვარს გავფრინდი. როდესაც საბუთების გაფორმება დავიწყეთ, რაღაც არ გამოვიდა. შესაძლოა, ევროკავშირში არაევროკავშირელი ფეხბურთელების ლიმიტმა იმოქმედა ან შეძენილ და იჯარით აყვანილ მოთამაშეებზე სხვადასხვა კანონმა. მხოლოდ ის ვიცი, რომ "სპარტაკმა" და სლუცკიმ მხარი დამიჭირეს. ვურთიერთობ გურამ კაშიასთან, რომელიც მრავალი წელი ასპარეზობდა "ვიტესში". ის დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი უპრობლემოდ მოგვარდებოდა. სამწუხაროდ, ჰოლანდიური მხარისგან შეიქმნა პრობლემა.
- "კრილია" მოთმინებით გელოდა?
- შიკუნოვს და ბოჟოვიჩს ვუთხარი, რომ თუ "ვიტესის" ვარიანტი არ გამომივიდოდა, აუცილებლად მათ გუნდში გადავიდოდი. მიოდრაგთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ასეც მოხდა. ახლა ზამთრის შეკრებაა, სადაც ფორმაში ჩადგომა შემიძლია. ამოცანა პრემიერლიგაში დარჩენაა. ვიბრძოლებთ.
- რომ არ გათამაშებდნენ, რიტმიდან ვარდებოდით?
- დაახლოებით. სამი-ოთხი კვირა მატჩების გარეშე ძნელია. ნაკრებში ჩავდივარ და სამდღიან ინტერვალში ორჯერ შეუცვლელად ვთამაშობ და ყველაფერი ნორმალურადაა. "როსტოვშიც" მუდამ 90 წუთი ვთამაშობდი და იქაც ყველაფერი წესრიგში მქონდა. "სპარტაკში" სხვანაირად იყო. იქნებ მიზეზი ჩემში იყო? თუმცა, ყველაფერს ძველებურად ვაკეთებ, რეჟიმს ვიცავ, ღამის კლუბებსა და წვეულებებზე არ დავდივარ, ვინაიდან ოჯახი მყავს, მაქსიმალურად ვვარჯიშობ. რატომ მოხდა ასე? ვერ აგიხსნით.
- "სპარტაკის" ფიზმომზადების მწვრთნელთან დ'ურბანოსთან მუშაობაზე რას იტყვით?
- ამ კითხვაზე 6 ფეხბურთელის მიერ ჯვარედინი მყესების ტრავმის მიღება ყველაზე უკეთ გაგცემთ პასუხს. მისი მეთოდიკა მისი წინამორბედების მეთოდიკისგან განსხვავებული იყო. დაფაზე ვხტებოდით, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდით, რომლებიც მაშინ შემოიტანეს. ფრენბურთელებად ვგრძნობდით თავს. სწორი იყო თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ექვსმა ფეხბურთელმა ტრავმა მივიღეთ.
- ტრენაჟორრებზე ფეხებით სიმძიმეებს გაწევინებდნენ?
- ტრენაჟორრებზე ფეხებით სიმძიმეებს გაწევინებდნენ?
- დიახ. მე და ზე ლუისი ერთნაირ სიმძიმეებს ვწევდით. 90-კილოგრამიანებს, მე კი 63 კგ ვარ. ზე ლუიშს არა, მაგრამ მე გამიჭირდა. ასე მგონია, ეს მთლად სწორი არაა.
- რაც თამაშობთ, სულ გსაყვედურობენ, რომ კუნთის მასა მწირი გაქვთ. რას ფიქრობთ იმაზე, რომ წონაში უნდა მოიმატოთ?
- დაე ილაპარაკონ. რა, "როსტოვში" სხვა წონა მქონდა? იგივე. მოედანიც იგივე, ბურთიც, მეტოქეებიც, თვით ჟურნალისტებიც კი. ხომ გამომდიოდა? ამას გარდა, "სპარტაკში" უფრო უკეთესი პარტნიორები მყავდა. ვფიქრობ, საქმე მხოლოდ ნდობაშია.
- ყური არ უგდეთ მწვრთნელებს, რომ წონაში მოგემატათ? ტორტი გეჭამათ, მწვადი, კისელი დაგეყოლებინათ...
- ყური არ უგდეთ მწვრთნელებს, რომ წონაში მოგემატათ? ტორტი გეჭამათ, მწვადი, კისელი დაგეყოლებინათ...
- ბევრს ვჭამ. კითხეთ სამედოვს, შეკრებაზე ერთად ვსადილობთ. ვერ ვიმატებ. 65 კგ-ს ვერ ვცდები. როდესაც თამაში დავიწყე, 61 კგ ვიყავი. ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 2 კგ მოვიმატე. ცუდია? არა მგონია, ლუკა მოდრიჩი 66 კგ იყო. წონაში რომ მოემატა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდებოდა. შემიძლია 90 წუთი ვირბინო. რაში მჭირდება წონა? ყველა ხომ რონალდოსა და ლუკაკუს დარი ათლეტური აგებულების ვერ იქნება.
ბრძოლას არ ვერიდები. თუ თამაში იცი და ტვინი გაქვს, არაა აუცილებელი გიგანტი იყო.
- საქართველოში გატარებული შვებულების შემდეგაც არ იმატებთ?
- ქართული სამზარეულოს შესახებ ყველამ იცის, მაგრამ 1 კგ-ზე მეტს ვერ ვიმატებ. თან, ვარჯიშების გარეშე, რადგან ოპერაციის შემდგომი პერიოდი იყო. ვისაც ჯვარედინი მყესების ტრავმა ჰქონდა, 10-12 კგ მოიმატა, მე კი - 1 კგ.
- თუ ფეხბურთელი 25 წლის შემდეგ განათხოვრებულია, უნდა დაფიქრდეს, რომ რაღაც ისე არ მიდის. სწორად ვამბობ?
- ქართული სამზარეულოს შესახებ ყველამ იცის, მაგრამ 1 კგ-ზე მეტს ვერ ვიმატებ. თან, ვარჯიშების გარეშე, რადგან ოპერაციის შემდგომი პერიოდი იყო. ვისაც ჯვარედინი მყესების ტრავმა ჰქონდა, 10-12 კგ მოიმატა, მე კი - 1 კგ.
- თუ ფეხბურთელი 25 წლის შემდეგ განათხოვრებულია, უნდა დაფიქრდეს, რომ რაღაც ისე არ მიდის. სწორად ვამბობ?
- ამაზე ტრავმის შემდეგ დავფიქრდი. ყოველი ვარჯიშის მერე სატრენაჟორო დარბაზში მივდივარ, რასაც ადრე არ ვაკეთებდი. დანარჩენი დრო ჩემს განკარგულებაშია.
- სამარაში ოჯახით გადახვალთ?
- სამარაში ოჯახით გადახვალთ?
- არ ვიცი. ჯერ იქ არ ვყოფილვარ. თურქეთიდან 2 მარტს "ლოკომოტივთან" სათამაშოდ გავფრინდებით და მხოლოდ შემდეგ ჩავალ სამარაში. ჩემპიონატის დასრულებამდე 2.5 თვე დარჩა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ოჯახის წაყვანა საჭიროა. რაც არ უნდა იყოს, ბავშვები პატარები არიან.
- ძიუბასთან ერთად "როსტოვში" თამაშობდით. ეხმიანებით ერთმანეთს?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ მაგრად ასპარეზობდა, ყველა მატჩის მერე ვწერდი.
- ახლა საქართველოს ნაკრებს როგორა აქვს საქმეები?
- ახლა საქართველოს ნაკრებს როგორა აქვს საქმეები?
- ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს. მარტში ბელარუსს ვხვდებით. რეიტინგით ჩვენ უფრო მაღალი პოზიცია გვიკავია, ამიტომ მასპინძლები ვართ. თუ დავამარცხეთ, მაკედონიას ან კოსოვოს დავუპირისპირდებით. ასეთი შესაძლებლობა მეტად არ გვექნება - ახლა ან არასოდეს.
ევროპირველობაზე შესარჩევ ჯგუფში სერიოზული მოწინააღმდეგეები გვყავს: შვეიცარია, დანია, ირლანდია. იქ რთული იქნება. ერთა ლიგიდან გასვლა გაცილებით ადვილია და ეს ძალიან გვინდა. რეალური შანსია.
ევროპირველობაზე შესარჩევ ჯგუფში სერიოზული მოწინააღმდეგეები გვყავს: შვეიცარია, დანია, ირლანდია. იქ რთული იქნება. ერთა ლიგიდან გასვლა გაცილებით ადვილია და ეს ძალიან გვინდა. რეალური შანსია.
წარმატებები ჯანოსაც და საქართველოს ნაკრებსაც :)