ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძე: ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, ახლახან გავიგე, "სპარტაკში" კი არაფერი მითხრეს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Championat.com-ს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. ქართველმა მოთამაშემ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ევროპული კლუბიდან შემოთავაზებების შესახებაც ისაუბრა.

"ევროპისკენ მეც ვიყურებოდი. ახლა გადავწყვიტე, რომ სამარაში ინგლისურის მასწავლებელი ავიყვანო, რათა საინტერესო ადამიანებთან ვიურთიერთო. ეს კარიერაში გამოსადეგია, მე ხომ ბოლო წამს ჩამეშალა ჰოლანდიურ "ვიტესში" ტრანსფერი.

უცხო ქვეყნებიდან ჩემ მიმართ ინტერესი ხშირი იყო. ახლახან გავიგე, რომ ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, თუმცა არაფერი მითხრეს. იმ შემოთავაზებებიდან, რომელთა შესახებაც ვიცოდი, "ვალენსიას" გამოვარჩევ. ის გუნდი, სადაც სილვა თამაშობდა (დავიდ სილვა - ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მოთამაშე), თუმცა "სპარტაკში"
გადაწყვიტეს, რომ არ უნდა წავსულიყავი. 18-19 წლის ასაკში მეც ასე მეგონა.

ყველაფერი ფულზე არ არის დამოკიდებული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "სპარტაკში" კონტრაქტის გამო ვარ, ცდება. მთავარი თამაშია. მზად ვიყავი, დიდ დათმობაზე წავსულიყავი და "ვიტესში" ნაკლებ ხელფასზე მეთამაშა (40 პროცენტი მხოლოდ გადასახადებში მიდის), მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, "კრილიაში" წასვლა გადავწყვიტე." - განაცხადა ჯანომ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "კრილია სოვეტოვში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

altჯანო ანანიძე ტრავმების გამომწვევ არანორმალურ დატვირთვებზე ალაპარაკდა: "სპარტაკში" არ მენდობოდნენ - ევროპირველობაზე უნდა გავიდეთ, ახლა ან არასოდეს

ასევე დაგაინტერესებთ