"სარაგოსაში" ახლახან გადასულ 18 წლის ნახევარმცველს ლევან გრძელიძეს მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაუკეთეს და დაახლოებით ნახევარი წელიწადი მოუწევს უქმობა.
ამ ამბავს არაგონული კლუბი თავისი ტვიტერით იუწყება:"ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელს ლევან გრძელიძეს მუხლზე ჯვარედინი მყესის ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს. მას მწყობრში მალე ჩადგომას ვუსურვებთ".
გრძელიძეს "სარაგოსამ" 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის ადრე თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.