ადაპტაციის გარეშე - 18 წლის ლევან ხარაბაძემ შვეიცარიის ჩემპიონატზე ამჯერად გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 თებერვალს, შვეიცარიის სუპერლიგის მე-20 ტურში ლევან ხარაბაძის "ციურიხმა" "გრასჰოპერსი" 3:1 დაამარცხა.

შვეიცარიის ჩემპიონატზე გასულ ტურში გაკეთებულ საგოლე გადაცემას ხარაბაძემ ამ ტურში გოლიც მიაყოლა.

გამოიცვლის ფეხბურთელი გუნდს და დაიწყება ლაპარაკი, შეგუება სჭირდება ახალ გუნდთან, შეთამაშება პარტნიორებთან, ადაპტაცია, აკლიმატიზაცია და ა.შ. აგერ, გადავიდა 18 წლის ხარაბაძე "ციურიხში", გასულ ტურში, მისთვის სადებიუტო მატჩში "სენტ გალენთან" საგოლე გადაცემა გააკეთა, დღეს კი "გრასჰოპერსს" გოლიც გაუტანა.

მან კვლავ შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე ნაკუთხურალ ბურთს თქვენი მოწონებული თავურით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მას დუბლის
შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, ხოლო შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ 38-ე წუთზე მეტოქის მიერ ჩაწოდებული ბურთი ხარაბაძეს საჯარიმოში ხელზე მოხვდა და "გრასჰოპერსმა" ანგარიში პენალტით გაათანაბრა.

"ციურიხი" 28 ქულით მე-4 ადგილზეა, 15 თებერვალს ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლის" უმასპინძლებს, 17 თებერვალს კი ქვეყნის პირველობის მორიგ ტურში, ბერნში ლიდერ "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება.

ჰოდა, ლევანისგან მორიგ წარმატებულ შეხვედრებს ველით!

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვუყურე თამაშს და მაგარი გახარებული დავრჩი ამბიჭის თამაშით,ნაკრებს მაგრად გამოადგება მარცხენა ფლანგზე მომავალში. ციურიხს ვგულშემატკივრობ ამიერიდან, ყოჩაღ და წარმატებები ლევანს!
irakli batumidan
23:59 09-02-2019
2
A.A.

შეიძლება დაეჭირა დისლაიქი მე
მომსვლია მასე მობილურით რავი ძაან ახლო ახლოს არის და მომსვლია მასე ... ადვოკატი არ ვარ მაგრამ მე პირადად კარგ კომენტარზე მომივიდა ეგრე და რო გააუქმო და დაალაიქო აღარ აქვს ეგ ადრე ქონდა ... ლევანს ულოცაავ ძაან მაგარი ბიჭია და საკაიფო ჯიგრიანი ბიჭიც ჩანს...
benji
01:59 10-02-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული