ლეგიონის უქმეები: ხარაბაძე დაიქოქა და უკვე გოლიც გაიტანა, ლობჟანიძემ მე-5 შეაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია ლევან ხარაბაძის პროგრესი, რომელმაც "ციურიხში" გადასვლის შემდეგ 2 მატჩი ჩაატარა და უკვე გოლი და საგოლე გადაცემა აქვს ანგარიშზე. შვეიცარიელებიც ენდობიან ქართველ მცველს და "ნაპოლისთან" განაცხადშიც შეიყვანეს.

ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეში" "ტირანასთან 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი 21 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ამხანაგურ შეხვედრაში "კლაგენფურტს" 2:1 სძლია. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო.

აზერბაიჯანი
"გაბალა" "საბაჰს" ესტუმრა და 1:0 აამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო დავით ვოლკოვი.
16 ტურის შემდეგ "გაბალა" მეოთხე ადგილზეა.

ბელგია
ქართველების "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "მუსკრონთან". გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის მცირე ტრავმა აქვს და ამ შეხვედრაში განაცხადში არ იყო. გიორგი ქვილითაია მოედანზე 61-ე წუთზე შეუშვეს. ის აქტიურად ჩაერთო თამაშში, ერთხელ ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ფრანგმა მეკარემ, ჟან ბუტეზმა არ დაანება. "გენტი" 38 ქულით მე-7 ადგილზეა.

alt "გენტი" სახლში დამარცხდა - გიორგი ქვილითაია 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და გოლი თანაგუნდელმა არ გაატანინა

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისი" "ომონიას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ბექა მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა. ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო. 20 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები მეხუთე ადგილზე არიან.

დანია
"რანდერსი" "ოლბორგს" ეწვია და 3:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელმაც 65-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 21 ტურის შემდეგ "რანდერსი" მეოთხე ადგილზეა.



ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" "ორჰუსთან" 0:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად იასპარეზა. მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა.

გერმანია
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგისა" და "ჰოლშტეინის" მატჩი 1:1 დასრულდა. ლორიამ "მაგდებურგში" მესამე მატჩი ჩაატარა და პირველად გაუშვა გოლი, თუმცა შეხვედრის დებიუტში გაშვებული გოლი გიორგის ბრალი არ იყო და შემდეგ მან რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. რაც ლორია "მაგდებურგში" გადავიდა, აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა. მაგდებურგი" 18 ქულით მე-15 ადგილზეა.


საბერძნეთი
გიორგი რეხვიაშვილის "ლევადიაკოსი" "ატროტიმოსს" ეწვია და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შუცვლელად იასპარეზა. მისი კლუბი 20 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა.

უნგრეთი
ქართული დაპირისპირება შედგა უნგრეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში, "უიპეშტისა" და "ფერენცვაროშის" დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა დვალმა სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად იასპარეზა და 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. "ფერენცვაროში" პირველ ადგილზეა, "უიპეშტი" - მეექვსეზე.

ქართული დაპირისპირება ვერ შედგა "ჰონვედისა" და "პუშკაშის აკადემიის" დაპირისპირებაში (2:1). ზაქარია ბეგლარიშვილს ტრავმა აქვს და მასპინძელთა შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, ბაჩანა არაბული კი სტუმართა შემადგენლობაში მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. "ჰონვედი" ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე აღზევდა, აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.

მურთაზ დაუშვილის "ჰალადასი" "პაკს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. "ჰალადასი" ბოლო, მე-12 ადგილზეა.

ირანი
ქართველების "ნასაჯმა" "ტრაქტორს" 1:1 დაუზავდა. გიორგი გველესიანი და ლაშა თოთაძეც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გველესიანმა მე-17 წუთზე ავტოგოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ მაზანდარული კლუბი მეცხრე ადგილზეა.

იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ლაციოს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა. 23 ტურის შემდეგ "ემპოლი" მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაშია.

altლევან მჭედლიძე: ალბათ, ამდენი წლის შემდეგ "ემპოლის" დავტოვებ

პოლონეთი
გდინიის "არკა" შინ "კორონასთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა ზარანდიამ შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა შემადგენლობაში ვატო არველაძე სათადარიგო იყო. 21 ტურის შემდეგ "კორონა" მე-4 ადგილზეა, "არკა" კი - მე-11-ზე.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ "ლეგიასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად იასპარეზა. ექსტრაკლასაში მისი გუნდი მე-14 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში გიორგი ივანიშვილისა და გიორგი გაბედავას "ზაგლებიე" ვროცლავში "შლიონსკთან" 0:2 დამარცხდა. ორივე ქართველი ახალწვეული ძირითად შემადგენლობაში იყო და გაბედავა გააძევეს. მან 28-ე და 29-ე წუთებზე უხეშობისთვის მიიღო ყვითელი ბარათები. რაც შეეხება ივანიშვილს, 61-ე წუთზე შეცვალეს. "ზაგლებიე" 12 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა.



პორტუგალია
ქართველების "ნასიონალი" "ბენფიკას" ესტუმრა და 0:10 წააგო. გიორგი არაბიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:3-ს აგებდა. ავთო ებრალიძე განაცხადში არ ყოფილა. 21 ტურის შემდეგ "ნასიონალი" მე-16, გასავარდნ პოზიციაზე იმყოფება.

რუსეთი
მოსკოვის "ლოკომოტივმა" ამხანაგურ შეხვედრაში ნორვეგიული "ჰაუგესუნდი" 3:1 დაამარცხა. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა.

შვეიცარია
შვეიცარიის სუპერლიგის მე-20 ტურში ლევან ხარაბაძის "ციურიხმა" "გრასჰოპერსი" 3:1 დაამარცხა. შვეიცარიის ჩემპიონატზე გასულ ტურში გაკეთებულ საგოლე გადაცემას ხარაბაძემ ამ ტურში გოლიც მიაყოლა. მან კვლავ შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე თავურით ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, ხოლო შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ისიც აღსანიშნავია, რომ 38-ე წუთზე მეტოქის მიერ ჩაწოდებული ბურთი ხარაბაძეს საჯარიმოში ხელზე მოხვდა და "გრასჰოპერსმა" ანგარიში პენალტით გაათანაბრა. "ციურიხი" 28 ქულით მე-4 ადგილზეა. 15 თებერვალს, ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლის" უმასპინძლებს.


alt"ზაგლებიეს" მწვრთნელი: გიორგი გაბედავას ბევრი აქვს სასწავლი, ეს პოლონური ლიგაა და არა - ქართული

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი მწვრთნელის და ფედერაციის პირობებში, დღეის მდგომარეობით, რაც ფეხბურთელები გვყავს საერთოდ, გამოძახებულ-გამოუძახებელი, სერიოზული ნაკრების დაკომპლექტებაა შესაძლებელი, რომელიც ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა და შემდეგაც თუ წილისყრაშიც გაუმართლებს, მინიმუმ მეოთხედფინალშიც უნდა გააღწიოს. და ეს რეალურია სავსებით.
ვასო
11 თებერვალი 2019 13:45
6
ეხლა ეს ჟურნალისტი ხარაბაძეს მიადგა..საუკეთესო ფეხბურთელია ხარაბაძე და დაანებეთ თავი ამ მოყვარულ ჟურნალისტებმა
იოანე
11 თებერვალი 2019 11:49
5

სიახლეები პოპულარული