დებიუტზე, "ნაპოლისთან" მომავალ თამაშზე, ნაკრებში გამოძახებაზე - ინტერვიუ ლევან ხარაბაძესთან

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეროვნული ლიგიდან, კერძოდ კი, თბილისის "დინამოდან" გადაბარგებულ ლევან ხარაბაძეს შვეიცარაში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. ორ შეხვედრაში "ციურიხის " შემადგენლობაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- ფანტასტიკური დებიუტი გამოგივიდა. ელოდი, უცხო ჩემპიონატში ასე თუ გაიხსნებოდი?
- საერთოდ, თამაშის მხრივ გახსნა არ მიჭირს. როდესაც აქ მოდიხარ, უნდა მოემზადო და მატჩებისთვის სრულყოფილად უნდა იყო მზად. საბოლოოდ თამაშები გუნდურად ფასდება და შედეგზე აისახება.

- როგორ შეეწყვე თანაგუნდელებს და როგორ გაიარე ადაპტაცია უცხო ქალაქში?
- თანაგუნდელებს კარგად შევეწყვე, მათაც კარგად მიმიღეს. ენის მხრივ პრობლემა არის, მაგრამ გუნდის მეკარე მეხმარება. მან კარგად იცის რუსული. ქალაქში არ მაქვს პრობლემა, ასე თუ ისე ინგლისურად ვახერხებ ჩემით ცოტა საუბარს.

- ეროვნული ლიგა და შვეიცარიის ჩემპიონატი შეადარე ერთმანეთს...
- ეროვნულ ლიგასა და აქაურ ჩემპიონატს შორის განსხვავება სისწრაფეებშია. სწრაფი აზროვნება და რისკის გარეშე თამაშია, თან, უფრო მეტი მოთხოვნებია.

- "ციურიხში" გადასვლის შემდეგ რა სირთულეები შეგხვდა და თავიდანვე იყო ძირითად შემადგენლობაზე საუბარი?
- თურქეთის შეკრებაზე ვარჯიშიდან და თამაშებიდან გამომდინარე, მეც ვხვდებოდი, რომ ჩემპიონატშიც ვითამაშებდი. სირთულეები იყო ტაქტიკასთან შეგუება და მწვრთნელის მოთხოვნები.

- ინტერვიუებში გაქვს ნათქვამი, რომ შეტევითი პოტენციალი უფრო მეტი გაქვს, ვიდრე დაცვითი. რას ფიქრობ, რამდენად მოუმატე დაცვით კომპონენტში?
- დაცვით კომპონენტზე ჯერ კიდევ სამუშაო მაქვს და მწვრთნელიც მეხმარება ამაში. ყოველთვის მიხსნის, სხვადასხვა მომენტში თუ რა პოზიცია შევარჩიო.

- თბილისის "დინამოს" საფეხბურთო ბაზა განთქმულია. როგორი პირობები დაგხვდა ახალ კლუბში?
- აქაც პირობები იდეალურია.

- გელოდოთ უნდა თუ არა "ნაპოლისთან" შეხვედრაში?
- მეც ვიმედოვნებ, რომ "ნაპოლისთან" ვითამაშებ.

- ელი ამ თამაშების შემდეგ ნაკრებში გამოძახებას?
- ნაკრებში გამომიძახებენ თუ არა, მწვრთნელის გადსაწყვეტია, მაგრამ მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ვითამაშო.

altლეგიონის უქმეები: ხარაბაძე დაიქოქა და უკვე გოლიც გაიტანა, ლობჟანიძემ მე-5 შეაგდო [VIDEO]

altლევან ხარაბაძემ შვეიცარიის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაისა ეხლა კაშიას ხო არ ამოაგდებს სასტავიდან :) რაც არ უნდა იყოს სან ხოსეს სახეა :)
12
უნდა გამოიძახოს კი არა შვეიცარიასთან პირდაპირ ძირითადში უნდა იყოს, ძლივს გვეღირსა ნორმალური მარცხენა მცველი, დღეის მდგომარეობით საუკეთესო ფორმაშია ქართველ ფეხბურთელებს შორის...
zvio
19:53 12-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული