დავით თარგამაძე უკრაინაში ბრუნდება - დონეცკიდან კიევამდე

AutoSharing Option
როგორც უკრაინული გამოცემები იუწყებიან, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე დავით თარგამაძე კარიერას კიევის "არსენალში" გააგრძელებს.

29 წლის ნახევარმცველისთვის უკრაინა უცხო არაა, მას ამ ქვეყანაში არაერთი წელი აქვს გატარებული. თარგამაძე სხვადასხვა დროს დონეცკის "შახტარის", "ოლექსანდრიას" და "მარიუპოლის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო და 2018 წელს თბილისელებთან ერთად ეროვნული ლიგაც მოიგო.

უკრაინული Footboom-ის ინფორმაციით, იმავე კლუბში გააგრძელებს კარიერას თემურ ფარცვანია, რომელიც "არსენალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბოლოს ის უნგრული "კისვარდას" ღირსებას იცავდა, სხვადასხვა დროს კი კიევის "დინამოს", ზაპოროჟიეს "მეტალურგის", "დესნას" და
"ოლიმპიკის" მოთამაშე იყო.

Sportall.Ge

კიევის "არსენალი" უკრაინის ჩემპიონატში უმძიმეს ვითარებაშია, 18 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი და 8 ქულით ბოლო - მე-12 ადგილზეა.

alt"ოლექსანდრიას" მწვრთნელი: თუ გუნდში ლეგიონერს ავიყვან, დავით თარგამაძის დონის უნდა იყოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
Eseni arsenals Vera magram tavs ki ushvelian praqtikas miigeben.
Kika
17:43 12-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული