12 თებერვალს ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვში" პირველი გოლი გაიტანა.
დღეს "კრილიამ" თურქულ ბელეკში 3:0 დაამარცხა ყაზახეთის "კაისარი". ამ შეხვედრაში ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე გოლი გაიტანა. მან მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასი მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ჯანო 78-ე წუთზე შეცვალეს.
დღესვე "კრილიას" მეორე შემადგენლობამ იურმალას" "სპარტაკს" 5:2 სძლია.
სამარული გუნდი 6 დღე დაისვენებს და 18 თებერვლიდან ბელეკში მესამე შეკრებას დაიწყებს.