პრაღა, ლილი, პარიზი, მახაჩკალა, კიევი - ნიკოლოზ ქუთათელაძე "დინამოშია" სინჯებზე

AutoSharing Option
"დინამომანიის" საიტი იტყობინება, რომ კიევის "დინამოში" სინჯებზე 17 წლის ქართველი ნახევარმცველი ნიკოლოზ ქუთათელაძე იმყოფება.

გამოცემა გვამცნობს, რომ გუნდის პოტენციურმა ახალწვეულმა 21-წლამდელებს შორის "დინამოსა" და "ტობოლის" მატჩში ერთი ტაიმი ითამაშა.

ქუთათელაძე, პრაღის "სპარტას", "ლილის" და პსჟ-ს აკადემიებში ვარჯიშობდა, 2018 წელს "ანჟიში" გადავიდა, მაგრამ დაღესტნურ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელთა რეგისტრაცია აკრძალული აქვს, გუნდი დატოვა და ახლა კიევის "დინამოში" შეეცდება დამკვიდრებას.

საიტის ცნობით, ქუთათელაძის აგენტი ადრეც ცდილობდა თავისი კლიენტის სამსახურის "დინამოსთვის" შეთავაზებას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პსჟ-დან რომ გაკოტრებულ ანჟიში წაიყვან კაცს და თან თამაშის უფლებაც არ ექნება,ასეთი აგენტი კი უნდა გაისტუმრო იმ ადგილისაკენ,რუსებმა რომ იციან.ღმერთმა ქნას გაუმართლოს,მაგრამ თამაშის სტილით თუ ვიმსჯელებთ,გამორიცხულია,მან დინამოში ითამაშოს.კიევში ხომ ყველაფერი ფიზიკაზეა გათვლილი და პარიზიდან წამოსული ბიჭი,მანდ თავს ვერ გამოიჩენს.ვფიქრობ პირველ რიგში აგენტის გამოცვლაზე უნდა იფიქროს,თუ წარმატებები უნდა.
სოსო
13:22 13-02-2019
0
ნეტავ გაამართლოს ამ ბიჭმა. კიევი ძლიერი, ტრადიციული გუნდია, მანდ თუ დატვირთვებს გაუძლებს ყველგან შეძლებს თამაშს.
მერაბი
09:11 13-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული