როგორც კიევის "დინამოს" საინფორმაციო საიტი Dynamomania.com-ი იუწყება, ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას უკრაინულ კლუბში არ გააგრძელებს.
საიტის ინფორმაციით, 17 წლის მოთამაშე ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვარჯიშის საშუალებაც არ აქვს. ამიტომ "დინამოს" 21-წლამდელთა გუნდი მის დამატებას არ განიხილავს.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის უკრაინულ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია სწორედ Dynamomania-მ გაავრცელა.
ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის "სპარტას", "ლილის" და პსჟ-ის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ბოლოს კი "ანჟიში" იყო, თუმცა რუსულ კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აკრძალული აქვს და ნიკოლოზმა დაღესტნური კლუბი დატოვა.
მახაჩკალა, კიევი - ნიკოლოზ ქუთათელაძე "დინამოშია" სინჯებზე
15:42 13-02-2019
ქუთათელაძე კიევის "დინამოსაც" ტოვებს - უკრაინელებმა ქართველს კონტრაქტი არ გაუფორმეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა აგენტი, რის აგენტი? იმაზე არ გიფიქრიათ რო უბრალოდ ფეხბურთის თამაში არ იცის? და სერიოზული ნაცნობობით ტენიან აქეთ იქით?
7
1
ჩამოდი საქართველოში და დინამოში ითამაშე!!
6
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული