ქუთათელაძე კიევის "დინამოსაც" ტოვებს - უკრაინელებმა ქართველს კონტრაქტი არ გაუფორმეს

AutoSharing Option
როგორც კიევის "დინამოს" საინფორმაციო საიტი Dynamomania.com-ი იუწყება, ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას უკრაინულ კლუბში არ გააგრძელებს.

საიტის ინფორმაციით, 17 წლის მოთამაშე ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვარჯიშის საშუალებაც არ აქვს. ამიტომ "დინამოს" 21-წლამდელთა გუნდი მის დამატებას არ განიხილავს.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის უკრაინულ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია სწორედ Dynamomania-მ გაავრცელა.

ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის "სპარტას", "ლილის" და პსჟ-ის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ბოლოს კი "ანჟიში" იყო, თუმცა რუსულ კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აკრძალული აქვს და ნიკოლოზმა დაღესტნური კლუბი დატოვა.

altპრაღა, ლილი, პარიზი,

მახაჩკალა, კიევი - ნიკოლოზ ქუთათელაძე "დინამოშია" სინჯებზე
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა აგენტი, რის აგენტი? იმაზე არ გიფიქრიათ რო უბრალოდ ფეხბურთის თამაში არ იცის? და სერიოზული ნაცნობობით ტენიან აქეთ იქით?
Emre
14 თებერვალი 2019 02:15
1
ჩამოდი საქართველოში და დინამოში ითამაშე!!
ტომას ტუხელი
13 თებერვალი 2019 23:24
0
ანგარიბიანი მშობლებისა და არაპროფესიონალი, უპასუხისმგებლო აგენტის ნაზავი დამღუპველია ამ ბავშვისთვის.
Dadu
13 თებერვალი 2019 21:25
0
რას დაატარებენ ამ ბავშვს იქეთ აქეთ ფაქიზოსავით
13 თებერვალი 2019 19:45
0
ვინაა გიორგის აგენტი?უკვე საფუძვლიანად აუბნია გზა ბიჭს.პატრონი არ ჰყავს ნეტავი?
სოსო
13 თებერვალი 2019 19:40
0
საერთოდ რატომ წამოვიდა საფრანგეთიდან ისაა საკითხავი.
emigranti
13 თებერვალი 2019 18:05
0
ბოლნისის სიონში გეპატიჟებით
snaiperi
13 თებერვალი 2019 17:32
0

სიახლეები პოპულარული