დავით ხოჭოლავა: ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ფინალია

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "აინტრახტთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა იახლა, რომელმაც შემდეგი განაცხადა.

"მეტოქის თავდამსხმელთა ტრიოდან რომელიმეს გამოყოფა არ შემიძლია. იოვიჩი, რებიჩი და ალე ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მათთან კი არა, არამედ მთელს "აინტრახტთან" სათამაშოდ უნდა განვეწყოთ.

ვარჯიშებზე ამისათვის სპეციალურად ვემზადებოდით. მწვრთნელებმა აგვიხსნეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ვფიქრობ, ეს ხვალ დაგვეხმარება. "აინტრახტი" "ჰოფენჰაიმის" დარი აგრესიული გუნდია, რომელსაც ამ სეზონში უკვე შევხვდით. თუმცა, საბოლოოდ მათი შედარება მხოლოდ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება.

"შახტარის" მიზანი ტურნირის ფინალში გასვლაა, თუმცა იქამდე შორია. ჯერ შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ".

"შახტარისა" და "აინტრახტის" მატჩი ხვალ ხარკოვში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული