ლევან ხარაბაძემ "ნაპოლისთან" მატჩში საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

AutoSharing Option
გუშინ, 14 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში "ნაპოლისთან" წაგებულ (1:3) მატჩში "ციურიხის" ქართველი მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე ცნობილმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Whoscored.com-მა 6.4 ქულით შეაფასა.

Sportall.Ge

ეს შეფასება "ციურიხის" მოთამაშეებს შორის მხოლოდ 2-ს ჩამორჩება. ბენჯამინ კოლოლი 6.8 ქულით შეფასდა. მან თერთმეტმეტრიანი დარტყმით შვეიცარიელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა. ანალოგიური შეფასება მიიღო ჰეკურან კიეჟუმაც.

მთლიანად მატჩში საუკეთესო კი "ნაპოლის" შემტევი ხოსე კალეხონი იყო, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. მან Whoscored-ისგან 8.6 ქულა მიიღო.

საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში, 21 თებერვალს გაიმართება.

altევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ხარაბაძის "ციურიხი"

უშანსოდ, ხოჭოლავას "შახტარს" კი შანსი დარჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე-2 და მე-3 გაშვებულ გოლებში თავისი წვლილი ლევანსაც მიუძღვის,მე-2 გოლში განსაკუთრებით,მაგრამ ეგ არაფერია,ჯერ 19წლისაა და დიდი პოტენციალი გააჩნია,მჯერა კიდევ უფრო მოუმატებს. მეტი სპორტული სითამამე,თავდაჯერებულობა და დაცვით ფუნქციებში მომატება მართებს და წამყვანი ფიგურა გახდება როგორც ციურიხში,ასევე ნაკრებშიც.
giorgi
15 თებერვალი 2019 20:19
2
ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება თავის თანაგუნდელებთან შდარებით ჰქონდა,ხოლო ცალკე საერთო შეფასებით და მაჩვენებლით ამ შეფასებისგან ცოტა შორს არის. ციურიხმა როგორც ითამაშე ისეთი შედეგი მიიღო. ხარაბაძეს კი შეეძლო უფრო აქტიური ყოფილიყო და მეტი ემოძრავა, ასეთი მიდგომით გუნდისთვისაც მეტად სარგებლიანი იქნება და თავისთვისაც. ჯერ კი 19 წლისაა და გუნდშიც ახალი მისულია თუმცა ცოტა მეტს მოველოდი, ნუ ნაკლებ შეცდომებს მაინც. ეს რათქმაუნდა კრიტიკისთვის არ დამიწერია. წარმატებები
ილარიონი
15 თებერვალი 2019 17:57
1
მე ეტყობა სხვა თამაშს ვუყურებდი :D
ზურა
15 თებერვალი 2019 17:36
6
კარგია ასე უნდა მოინდომონ ჩვენმა ფეხბურთელებმა თუ პრემიერ ლიგაში (ყაზახეთის რა თქმა უნდა) უნდათ თამაში
ბორის შუტკინი
15 თებერვალი 2019 14:23
15
ვნახე თამაში, დიდი ვერაფერი. ციურიხი ზოგადად მაგარი ბანდაა. დაახლოებით თბილისის დინამოა..
აწსედფ
15 თებერვალი 2019 14:19
8
თბილისის დინამო რომ იყოს ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებდა ნაპოლისთან
შოთა
15 თებერვალი 2019 15:15
2
ბიჭი გუშინ ჩვენს ყანა ჩემპიონატში თამაშობდა და აგერ გადმოვიდა ციურიხში და ნაპოლისთან მოუწია თამაში. მშვენიერი დასაწყისია, წარმატებები.
Smt
15 თებერვალი 2019 13:25
0
არ მესმის როგორ? რადგან სამივე გოლი ციურიხის კარში ხარაბაძის კრაიდან გავიდა, ნახეთ ვიდეო აბააა. წარმატებები ლევანს და იმედი მაქვს შვეიცარიასთან ნაკრებს გამოადგება, ის ერთადერთი მარცხენა მცველია ვინც შეიძლება ნავალოვსკი შეცვალოს ღირსეულად.
roma
15 თებერვალი 2019 13:21
0
ტაბიძე უფრო სანდოა დაცვაში. მარტალია წინ აზრზე არ არი, მაგრამ ეგ არა უშავს, იმიტომ რომ საქართველოდან წინ თამაშში არავინ აზრზე არ არი ჩაკვეს გარდა.
onopre
16 თებერვალი 2019 11:13
0

სიახლეები პოპულარული