ხვიჩა კვარაცხელია მოსოკოვის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა - ერთი ქართველი კარგია, ორი კიდევ უფრო უკეთესი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას.

"ლოკომოტივის" საიტი იუწყება, რომ კვარაცხელია "რუსთავიდან" მათ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

კვარაცხელია თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

მან ეროვნული ლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას "ლოკოში" გადაყვანის ინიციატორი გუნდის მწვრთნელი იური სიომინია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კლუბის დირექტორატს მისი ტრანსფერის გაჩარხვა მოსთხოვა.

რკინიგზელთა გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს და კლუბის საიტი წერს:"ხვიჩა, კეთილი იყოს შენი მობრძანება. ახალგაზრდა ნახევარმცველი 21-ე ნომრით იასპარეზებს".

კვარაცხელიას მის გუნდში გადასვლას კვირკველია მიესალმება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ხვიჩას!!! იმედია, გაამართლებს სიომინის იმედებს. მეტი ვარჯიშით სტაბილურობაც მოუვა...
tngh
16 თებერვალი 2019 12:53
4
გასკდით გასკდით თორემ ბოღმა დაგახრჩობთ..ვერაფერს ვერ შეცვლით და კლვიატურებზე ისიამოვნეთ..კვარა საუკეთესოა..ნაცებოოო
nacional mishistebs
16 თებერვალი 2019 11:07
9
აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ ხვიჩას.
სტატუს ქუო
16 თებერვალი 2019 10:14
4
ურა თუ ვაი პატრიოტიზმის ზეიმი.. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ჩვენი ქვეყნის ენერგო რესურსებს რუსები ფლობენ, ხორბალი რომ ხორბალია ისიც როგორც აღმოჩნდა რუსეთიდან შემოგვაქვს და აქ ბავშვს უშლიან რუსულ კლუბში თამაშს, პატრიოტიზმს უწუნებენ :) , კალთებს არავინ ახევს ჩვენს ფეხბურთელებს ევროპიდან და ვიკეკლუცოთ რუსულ პრემიერლიგასთან მიმართებაში ხომ?! რომელიც მე-6 ლიგად ითვლება ევროპაში. რუსეთთან მიმართებაში ღირსებების დაცვას სპორტით ნუ დავიწყებთ. სხვა რამით დავიწყოთ..
ვააა
16 თებერვალი 2019 10:13
7
ყ ყველაფრით ერთად უნდა დავიცვათ. სპორტითაც ეკონომიკითაც და დანარჩენითაც.
ამდენს რომ ვერ ხვდებით იმიტომაა საქართველო ამ დღეში
ჰმ!
16 თებერვალი 2019 11:15
5
მაინც წუმპეა რუსეთი,როგორც ქვეყანა და როგორც ჩემპიონატი....ბოლოს რომელი ქართველი გადავიდა რუსეთიდან ევროპაში? თანაც კარგ ლიგაში
ზურა
16 თებერვალი 2019 09:35
13
კი ბატონო, მაგრამ შენ ის მითხარი ბოლოს როდის გადავიდა ქართველი ფეხბურთელი ევროპიდან ტოპ ხუთეულში?!
Lagashi
16 თებერვალი 2019 10:35
2
არ არის საჭირო ჩვენც უკარინელებივით გავაკრიტიკოთ ჩვენი ბიჭები ვინც რუსეთში არიან ან გადავლენ. ჩვენ უკრაინასთAნ განსხვავებით ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს ჩემპი. თუ ხედავთ და ჩვენ ფეხბურთელებს როგორც ვხედავთ ესპანეთის დაბალ ლიგებშიც უჭირთ ფეხის მოკიდება.
Geo_Dinamo
15 თებერვალი 2019 23:29
9
და რა მერე რუსეთში თუ გადავიდა? და თქვე ვაი და ურა-პატრიოტებო სად ურჩევდით გადასვლას? ყაზახეთში,პოლონეთში თუ კვიპროსზე? და რუსეთიდან კარგი თამაშით ვერ მოხვდება ევროპის ძლიერ ლიგებში? ვაი თქვენს პატრონს.შეეშვით რა ამ პოლიტიკას და ბავშვს წარმატებები უსურვეთ.
ზაზა
15 თებერვალი 2019 22:34
13
Mეგადავედი გერმანიაში.
Cxadadzel
16 თებერვალი 2019 07:55
3
ერთი კაცურად მითხარი,რომელი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა რუსეთიდან ევროპაში?
Alex.F.
15 თებერვალი 2019 23:14
11
პოლონეთის ჩეხეთის და სლოვაკეთის მაჩანჩალა გუნდებს მგონი ჯობია მოსკოვის ლოკომოტივი. იმედს ის ფაქტი მაძლევს,რო ლოკომოტივში ყველა ქართველმა კარგად ითამაშა
გოგა
15 თებერვალი 2019 22:16
10
რა შუაშია ვაიპატრიოტიზმი
ან რა პოლონეთი ჩეხეთის "სრედნიაკზე" ლაპარაკობთ
სულ ტავისუფლად შეეძლო ბელგია-ჰოლანდიის "დადება" ხვიჩას
მაგ ბიჭს აქ მონაცემები და გული დამწყდება რო დაიკარგოს
არადა რუსეთში ეგ ბედი ელის, სამწუხაროდ
ასათიანი, ჯანაშია...
კვირკველია ლესტერში არ გაუშვეს, ჯანოს არსენალის დაინტერესება დაუმალეს
ეგრე მოუვა მაგასაც და არ მინდა
gatuzo
15 თებერვალი 2019 23:05
10
ჭკვიანი კაცი არავინ ჰყავდა გვერდში რომ ბავშვისთვის რჩევა მიეცა?
ძალიან ცუდი
15 თებერვალი 2019 21:42
18
არსად დაგეკარდოთ რუსეთი...

უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ რუსები სპეციალურად ყიდულობენ საქართველოდან ფეხბურთელებს, რათა პოლიტიკური ფონი ჰქონდეს ყველაფერს, ასევე ხალხთაშორისი კავშირები გაღრმავდეს და არ მოგვეცეს მათგან საბოლოოდ თავის დაღწევის და განთავისუფლების საშუალება.
დემნა
15 თებერვალი 2019 19:41
36
რა ჭკვიანი ხარ შვანგირაძე.
ჰაჰა
16 თებერვალი 2019 11:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული