17 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად "არმინია" 3:1 დაამარცხა.
მსაჯმა 31-ე წუთზე მასპინძელთა მცველი ბიორნერი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში კაცნაკლულმა "არმინიამ" ანგარიში შეამცირა, თუმცა შეხვედრის დასასრულს "მაგდებურგის" ნახევარმცველმა ტურპიცმა პენალტი გამოიყენა, 3:1 და ყველაფერი დასრულდა.
რაც ლორია "მაგდებურგში" გადავიდა, აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა 4 მატჩში 10 ქულა მოიპოვა, 21 ქულით მე-15 ადგილზეა, 24 თებერვალს კი "პადერბორნს" უმასპინძლებს.
ამ 4 მატჩში ლორიამ 2 გოლი გაუშვა.
ბილეფელდი.
"სჰიუცოარენა". 19 568 მაყურებელი
არმინია - მაგდებურგი 1:3
გოლები: 0:1 პერტჰელი (33), 0:2 ლოჰკემპერი (45), 1:2 კლოსი (69), ტურპიცი (85, პენ)
გაძევება: ბიორნერი (31, არმინია)