17 თებერვალს, შვედეთის თასზე მე-8 ჯგუფის პირველ ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა პირველი ლიგის "ნიკოპინგსი".
ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე საგოლე გადაცემა გაკეთა, 90-ე წუთზე კი გააფრთხილეს.
თასის მეორე ტურში "გეტებორგი" 25 თებერვალს "გაისს" უმასპინძლებს, ქვეყნის ჩემპიონატი კი სტარტს 31 მარტს აიღებს და პირველ ტურში სტუმრად "ესკისტუნას" შეხვდება.