დავითაშვილმა თამაში დაიწყო - კანკავას და კვეკვესკირის "ტობოლმა" "რუბინი" დაამარცხა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფი "ტობოლი" რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ქართველმა მიიღო. ტრადიციულად, ყაზახების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. ეს უკანაკნელი გუნდს კაპიტნობდა. "რუბინის" რიგებში კი პირველ ტაიმში ითამაშა ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა.

მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-10 წუთზე გავიდა.

altზურიკო დავითაშვილმა კურბან ბერდიევს თავი მოაწონა - მას "რუბინის" საიტი გვიქებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული